ტრენდები როგორც ტრანსფორმაცია

ტრენდები როგორც ტრანსფორმაცია

2020 წელმა მსოფლიოს გაციფრულება რომ დაასწრაფა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ამ ყველაფრის სათავეში, რა თქმა უნდა, პანდემია თავისი ყველანაირი ფართოდ გავრცელებული გაურკვევლობის გრძნობითა და სოციალური მოუსვენრობით მოგვევლინა. ჩვენ კი, როგორც ამ ყველა მოვლენის თანამონაწილეები თვალს ვადევნებდით იმ აურზაურს, რომელმაც სწრაფი ტემპით მსოფლიოს,  საზოგადოების, ბრენდებისა და ორგანიზაციების ტრანსფორმაცია გამოიწვია.

ჩვენ გავხდით მომსწრეები, როგორ გადაინაცვლა სამუშაომ და ცხოვრებამ ონლაინ სივრცეში.

  1. სოციალური ვაჭრობის აღზევება

ვაჭრობა აყვავდა. ადრე თუ ვაჭრობა ერთ კონკრეტულ საიტზე ან სავაჭრო მოლში ხორციელდებოდა, ახლა ის ყველგან, ყველა შეხების წერტილზე არის გაფანტული, სოციალური  მედიის გვერდებიდან დაწყებული, ინფლუენსერების პირდაპირი ჩართვებით დამთავრებული. 2020 წლის მეორე ნახევრიდან ჩვენ გავხდით მომსწრეები, თუ როგორ აითვისეს და მოერგნენ მომხმარებლების სურვილებს სოციალური მედიის პლატფორმები და როგორ იხელთეს დრო სოციალური ვაჭრობის დასანერგად. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ამისა არის Instagram ShopsPinterest  -ის ონლაინ მაღაზია, ხოლო სოციალურმა მედია ტიკტოკმა ხელშეკრულება გააფორმა Shopify-სთან.

ახლა კი, ბრენდებს მოუწევთ იფიქრონ საკუთარი სოციალური მედიების ტრასფორმაციებზე, მომხმარებლისთვის ყველა შეხების წერტილზე.

  1. მომხმარებლის თარგეთირება მეტად კონფიდენციალური ხდება

ვინაიდან ყველაფერმა ონლაინში გადაინაცვლა, ამასთან ერთად იზრდება ვნებათაღელვა მომხმარებლების კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით. მომხმარებლები ბრენდებისგან ელიან რეალურ ქმედებებს, რათა დაცული იყოს მათ შესახებ ინფორმაცია.  მრავალმა პლატფორმამ ამ კუთხით უკვე გადადგა ნაბიჯები, მაგალითად გუგლმა შექმნა  Google FLoC, რომელიც მარკეტერებს ინფორმაციის შეგოვების გარეშე აძლევს თარგეთირების საშუალებას. ეს სიახლე შეცვლის მესამე პირებიდან მოგროვებული ინფორმაციის შემთხვევებს და მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას თავად გადაწყვიტონ ვის გაუზიარონ საკუთარი მონაცემები.

  1. ბრენდებმა გაიაზრეს სოციალური საზოგადოების ბიზნესღირებულება

2020 წელი მრავალი ბრენდისთვის იყო ცვლილებების წელი, ბევრმა მათგანმა ხელახლა გადახედა იმ შესაძლებლობებს, რომელიც ონლაინ საზოგადოებისგან მოდიოდა. კომპანიებმა დაიწყეს პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით ახალი ურთიერთობების და მაშასადამე ამ ურთიერთობებზე დამყარებული ცვლილებების გადახედვა/განხორციელება.

  1. დეზინფორმაციასთან საბრძოლველი ნაბიჯები

დეზინფორმაცია ბიზნესებისა თუ ინსტიტუციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ბიზნესებმა და ასევე სხვადასხვა ინსტიტუციებმა ინფორმაციის გავრცელება, პირველ რიგში, საკუთარ თანამშრომლებთან და კლიენტებთან უნდა განახორციელონ. ბიზნესებმა ასევე უნდა გაიაზრონ საკუთარი საოპერაციო, კომერციული და რეპუტაციული რისკები წინასწარ, როდესაც საქმე ეხება დეზინფორმაციას. მათ უნდა შექმნან სავარაუდო რისკების პასპორტი, რათა თავიდან აიცილონ ორგანიზაციული რისკები იმაზე ადრე. ვიდრე დიდი კრიზისის ქვეშ აღმოჩნდებიან.

  1. სოციალური გართობის აღმასვლა

გასული წლის განმავლობაში სოციალური მედიით გართობა ბევრად მრავალფეროვანი გახდა. პლატფორმები მასპინძლობენ კონცერტებს, პირდაპირ ჩართვებს, ბევრი ადამიანი გახდა კონტენტის შემქმნელი და დაიწყო ყველანაირი რესურსის ჩადება ონლაინ გართობის ინდუსტრაში.

პლატფორმები, როგორებიცაა ტიკტოკი, ინსტაგრამი, სნეპჩეტი და ფოტნაიტი აერთიანებენ საკუთარ და კონტენტის შემქნელების შესაძლებლობებს და ასე ქმნიან გასართობ კონტენტენს. (საქართველოშიც, მსგავსი ტიპის აქტივობები ხშირად გვხვდება სოციალურ მედიაში)

ასეთი კვეთა ადრეც ხშირი იყო თუმცა ახლა ბევრად სოციალური გახდა.

პიარ სპეციალისტები ამ ხნის განმავლობაში, დიდ დროს უთმობენ იმაზე ფიქრს,  უნდა იყოს თუ არა  ის მასალა, რომელსაც ბრენდები აქვეყნებენ ონლაინ სივრცეში, დაკავშირებული საქმიან ინფორმაციასთან და ამასთან მოიპოვებდეს ნდობის სიგნალებს.

რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ ონლაინ ქცევების მუდმივმა ცვლილებებმა ბიზნესებს, ბრენდებსა და ორგანიზაციებს მოუწოდა ტრანსფორმაციაში, ტექნოლოგიებში, პლატფორმებსა და კომუნიკაციაში დაესწრაფებინა ძალისხმევის ჩადების ტემპები.