კიბეები საფეხურების გარეშე,
ხეზე ჩამოკიდებული მოაჯირი,
ტოტებზე მოსიარულე სამარშუტო ტაქსი,
რომელიც A-დან B პუნქტამდე ვერ მივიდა
მხოლოდ იმიტომ, რომ გზაზე გიგანტური ფოთოლი ჩამოვარდა.
ფესვები იზრდებიან და მიწისქვეშეთში კანკალებენ,
ემალებიან რედაქტირებულ სამყაროს,
სადაც ყველაფერი ბუნებრივია
და, ამავედროს, ელემენტდამჯდარი.
დღეს ჩემიდან შენამდე გადებული ხიდი ჩაინგრა
და ერთი, შვიდი, ცხრა დღით გავთავისუფლდით.
რესტავრაცია. ორჯერ უფრო მძიმე და გამძლეა.
ოცდამესამე კილომეტრზე ბენზინგასამართი სადგურია,
იქვე ოტელი და კაფე, სადაც შეგიძლიათ ელემენტდამჯდარი გზატკეცილის
კულინარიული შედევრები დააგემოვნოთ.
https://www.youtube.com/watch?v=reEbPIMdiY4