თავისუფალ სივრცეში გამოკეტილი ბავშვი

თავისუფალ სივრცეში გამოკეტილი ბავშვი

თავისუფალ სივრცეში გამოკეტილი ბავშვი

 

ყველა “ზრდასრულ” ადამიანში ცხოვრობს პატარა ბავშვი. ისეთი, როგორიც იყო წლების წინ, როცა თავისთვის იყო გართული “კონსტრუქტორის” დაშლა-აწყობით და იმ მომენტში მარტო ეს საქმიანობა იყო მისთვის ყველაზე ძვირფასი. სადღაც ღრმად დარჩა ჩამალული ის პატარა არსება, რომელიც ასე მარტივად ირთობდა თავს და არასდროს იწყენდა. ბავშვმა მაშინ არ იცოდა რას ნიშნავს თავისუფალი აზრი, თავისუფალი სივრცე, არ ჰქონდა თავს მოხვეული უამრავი აზრი თუ მოსაზრება, ის უბრალოდ ირჩევდა იმას, რაც იმ მომენტისთვის ყველაზე მეტად ართობდა და ახალისებდა.

თავისუფალ სივრცეში გამოკეტილი ბავშვი

როცა ბავშვი გაიზარდა, ეს უწყინარი გართობები მობეზრდა და ახლის ძიება დაიწყო. ამ ძიებებში შეეჯახა საზოგადოებას, რომელიც თავს ახვევდა სათავისოდ მორგებულ სივრცეს, თავისი კანონებითა და აზრთა წყობით.

დრო გადის და ეს სივრცე კლავს ამ პატარა არსებას. აღარ უტოვებს უფლებას, ააწყოს და დაშალოს მისთვის ძვირფასი “კონსტრუქტორები. აიძულებს მას, ითამაშოს თავისი მოგონილი თამაშებითა და სათამაშოებით. საბოლოოდ, ბავშვი იჯერებს და ეგუება ამ თავისუფლებას. მას ბოლომდე სჯერა, რომ ეს სივრცე არის ის იდეალი, რისკენაც ასე ისწრაფვოდა. იჯერებს იმასაც, რომ თავის დროზე დაშლილი და აწყობილი “კონსტრუქტორები” სწორედ ამის მიღწევაში დაეხმარნენ.

ეს ბავშვი მარტო არ არის. მის გვერდით ბევრი მისნაირია, თავიანთი სათამაშოებით, ბურთებით, თოჯინებით, მანქანებით….

ასე გაიზარდა ბავშვი და შექმნა თავისუფალი სივრცე 🙂 გახდა ისეთივე, როგორიც სხვა…

თავისუფალ სივრცეში გამოკეტილი ბავშვი