ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, ნუცა სუბელიანი 2019 წელს აფასებს.
მშვენიერი წელი იყო, თუ არ ჩავთვლით ქვეყანაში მიმდინარე ქაოტურ მოვლენებს და დოლარის კურსის უკიდეგანოდ უმსგავსო ქცევებს. ბევრი ვიმოგზაურე და სტაბილურ და საინტერესო პროექტებზე ვიმუშავე, რომელთა სამომავლო განვითარებაც 2020 წლის გეგმად გვაქვს დასახული.
წლის დასაწყისში გეგმად დავისახე, ფუჭად არც ერთი საათი დამეხარჯა. მეტად პრაგმატულიც გავხდი. რეალურად ფოკუსი მდგრად პროექტებსა და ურთიერთობებზე გავაჩერე, რაც მშვიდი სამუშაო გარემოს შექმნაში დამეხმარა. მრავალთაგან ერთ-ერთი მიზანი საქმის სწორად დელეგირებაც იყო და ამასთან ახალი თაობის გაზრდა მნიშვნელოვან პროექტებში ჩართვით, სადაც ხელჩაქნეულის მობრუნებაც კი დავისახე მიზნად და წლის შედეგად მისი გაზრდილი მოტივაციაც მივიღე <3. რა დამეხმარა და რამ შემიშალა ხელი? ცხადია ამ ყველაფერში გუნდი დამეხმარა და თუ რამეში ხელისშემშლელი ფაქტორი დავინახე, პრობლემა მხოლოდ ჩემში უნდა ვეძებო. საბოლოოდ, ძალიან კარგი წელი იყო, ნაყოფიერი. არ ვიტყოდი უარს გამეორებაზე.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ წლის გამეორებაზეც არ ვიტყოდი უარს, მაგრამ მეტად უკეთესი წელი, მეტად გამახარებდა. მსურს ისეთი ახალი პროექტი გავაკეთო, რომელიც რეალურად კარგ გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე და რომელიც იქნება არა მხოლოდ კომერციული მიზნებით დატვირთული, არამედ ჩემს მისწრაფებებსაც დააკმაყოფილებს.
როგორი იყო 2019 წელი და როგორი იქნება 2020 პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?
ინფლუენსერების ხაზი მეტად განვითრდება, თუმცა: იქ სადაც ამ ხაზს არაეთიკურად გამოიყენებენ (დეზინფრმაცია, კონკურენტების „გაშავება“. ა.შ.) სადღაც პიკში, შესალოა ამანაც ისეთი კრახი განიცადოს, როგორც ტროლების და ბოტების ქარხანამ. ჩემი პროგნოზით, ეს ინდუსტრია გახდება მეტად ახლო თითოეული მოქალაქისთვის, ისე რომ პიარ ტექნოლოგიებზე მხოლოდ პიარ ტექნოლოგები კი არა, ნებისმიერი მოზარდიც ისაუბრებს (არ გამოვრიცხავ ჩვენმა დედებმაც და მამებმაც გააკეთონ პროფესიულთან მიახლოვებული შეფასებები). დააკვირდით, უკვე დაწყებულია ეს პროცესი (დღეს ყველანი პიარშიკები ვართ). 😊