მასობრივი სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა სულ უფრო მეტი ორგანიზაციისთვის ხდება პრიორიტეტული მიმართულება. ჯეპრა არა მხოლოდ კომუნიკატორის როლს ასრულებს სპორტული კულტურის დანერგვისა და განვითარების საქმეში, არამედ გულშემატკივრობს და როგორც მხარდამჭერი მუდმივად ჩართულია სპორტული აქტივობების დაგეგმვა-განვითარების პროცესებში.
ორგანიზაცია, მის მიერ დაგეგმილი სპორტული ღონისძიება და სამიზნე ჯგუფები შეხების წერტილებით უკავშირდებიან ერთმანეთს და ქმნიან სამკუთხედს, სადაც მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, გაიზარდოს ლოიალურობისა და ნდობის ხარისხი და, მეორეს მხრივ, მომხმარებელს გაუჩნდეს ემოციური დამოკიდებულება კომპანიის მიმართ და მიიღოს გადაწყვეტილება სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისა და მისი მხარდაჭერის თაობაზე.
კომუნიკაციის ორმხრივი პროცესების ეფექტიანი მართვა მოითხოვს მომხმარებლის ღირებულებებისა და ფასეულობების სიღრმისეულ შესწავლასა და გაანალიზებას, სტერეოტიპული მიდგომების გამოვლენასა და მათი გავლენების შეფასებას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, მომხმარებლების ქცევის შეცვლისა და გულშემატკივრებად გადაქცევის მიზნით.
ჯეპრას ღონისძიებების მართვის გუნდთან ერთად თქვენ შეძლებთ: