საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციის წარმოება ციფრული ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების გამოყენებით თანამედროვე ტრენდია, რომელსაც სულ უფრო მეტად იყენებენ ყველა ტიპის ორგანიზაცია და სოციალური ჯგუფები, რათა შეძლონ საკუთარი იდეებისა და შესაძლებლობების წარმოჩენა და იპოვონ საინტერესო პარტნიორები თანამშრომლობისა და განვითარებისთვის.
- ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს, რომ შექმნან საინტერესო და სასარგებლო კონტენტი, რომელიც დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს ინტერნეტსივრცეში.
- ჩვენ ვმართავთ ჩვენი კლიენტების უწყვეტ, 24-საათიან დიალოგს მათ ინტერნეტაუდიტორიასთან, რომელიც დაფუძნებულია სამიზნე ჯგუფების თავისებურებებისა და მოთხოვნილებების მაქსიმალურ გათვალისწინებასა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაძლებლობებისა და მუდმივად ცვალებადო ინოვაციების ეფექტიან გამოყენებაზე.
სოციალური მედია – პროდუქტები
სოციალური ქსელების ანალიზი
- სოციალური მედიის პლატფორმის ფორმირება
- სოციალური მედიის სტრატეგია
- სოციალური მედიის კამპანიები
- სოციალური მედიის გამოყენების ანგარიში