ნებისმიერი ორგანიზაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამართული შიდა კომუნიკაცია. ის საჭიროა, როგორც ორგანიზაციის ეფექტიანი ფუნქციობისთვის და აუცილებელი ინფორმაციის შეუფერხებელი მიმოცვლის უზრუნველყოფისთვის, ასევე ორგანიზაციის თანამშრომლებში ერთიანი ხედვის, გუნდური სულისკვეთების ჩამოყალიბებისთვის.
შიდა კომუნიკაციის მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, საქმიანობის საწყის ეტაპზე იწყება ორგანიზაციაში არსებული შიდა კომუნიკაციის პროცესის ანალიზი, ძლიერი მხარეების და ხარვეზების გამოვლენა; ხდება ორგანიზაციის ძირითადი შიდა საკომუნიკაციო მიზნების და ამოცანების განსაზღვრა; ხორციელდება კონკრეტულად ორგანიზაციის საჭიროებებს მორგებული შიდა საკომუნიკაციო სქემის, პლატფორმის და პროცედურების შემუშავება; განისაზღვრება შიდა კომუნიკაციის ეფექტიანობის შეფასების კრიტერიუმები და (საჭიროების შემთხვევაში) კორექტირების მექანიზმი.
ორგანიზაციის ბიზნეს მიზნების და პროცესების გათვალისწინებით, ჩვენი ექსპერტები ეხმარებიან კლიენტებს ეფექტიანი შიდა კომუნიკაციის სისტემის ჩამოყალიბებაში, რისი მეშვეობითაც: