შესავლიანი ამბავი ფეისბუკგანმანათლებლობის შესახებ

შესავლიანი ამბავი ფეისბუკგანმანათლებლობის შესახებ

შესავლიანი ამბავი ფეისბუკგანმანათლებლობის შესახებ

 

შესავალი

მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, პრაქტიკულად, ყოველდღიურად გვიგროვდება ამბები, შემთხვევები და სათქმელი, რომლებსაც ან საჯაროდ ვამბობთ, ან მხოლოდ ახლობლების წრეში, ან არავის ვუმხელთ და საკუთარ თავთან ვინახავთ. სოციალური მედიის ერაში, რომელიც სულ რაღაც 8-10 წლის წინ დაიბადა, ადამიანები და, მაშასადამე, ადამიანები გაციფრულდნენ. ინფორმაციის გაზიარებამაც 3 შესაძლო ვარიანტი მოგვცა: Public, Friends, Only Me. ასე რომ, ვის რას მოვუყვებით ან არ მოვუყვებით, ჩვენი გადასაწყვეტია.

ფეისბუკგანმანათლებელი

როცა ჩემმა ერთმა მეგობარმა სხვადასხვა სახის ძალადობაზე პოსტი გამოაქვეყნა, ვუთხარი, რა აზრი აქვს, მაინც ერთი და იგივე ხალხი კითხულობს და ისევ ჩაკეტილი წრე იქმნება-მეთქი. მიპასუხა, ამდენი ფეისბუკ მეგობარი მყავს, ყველა სხვადასხვანაირად აზროვნებს და ისინი რომ ნახავენ, ეგეც საქმეაო.

შესავლიანი ამბავი ფეისბუკგანმანათლებლობის შესახებ

მართალია! თუკი გინდა, შენი სათქმელი საზოგადოების იმ ნაწილამდე მიიტანო, რომელიც არ გისმენს, აკეთე ეს მშვიდად, ფეისბუკზე მათთვის მიუღებელი კონტენტის განთავსებით, ოღონდ პერმანენტულად. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს საკუთარი არგუმენტის მიწერაც. ასე, მაგალითად, როცა მსურს, მშობლების თაობამ გაიგოს, რომ რასაც საპატრიარქო ამბობს და აკეთებს, ყოველთვის სწორი არ არის, სტატუსს აუცილებლად ვურთავ ჩემს განმარტებას. იმიტომ, რომ ჩემთვის მთავარი არ არის სკანდალი. მთავარია, სასურველი შედეგი დადგეს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ.

შესავლიანი ამბავი ფეისბუკგანმანათლებლობის შესახებ

მე არ ვებრძვი საპატრიარქოს, მე ვებრძვი მანკიერებას და ეს მინდა, მკაფიოდ გავმიჯნო ჩემს ფეისბუკშიც. რამდენიმე დღის წინ, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქართველის, კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის დაბადების დღე იყო, რომელზე პოსტშიც ხაზი მის კათოლიკე მრევლის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას გავუსვი.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბევრს შეიძლება, არ მოწონდეს ის, რასაც ვაკეთებ და ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა ფეისბუკგანმანათლებელი ჩემი აქტივობების გამო, ჩემდაუნებურად გავხდი. თუმცა განმანათლებლობა ეს მე მგონია ასე, თორემ რა ვიცი, სხვის თვალში ვინ ვარ. თუმცა ეგ არაფერი: წყენას ჩემი ქმედებების პოზიტიური შედეგები აბათილებს. 🙂