საკუთარ თავთან საუბარი

საკუთარ თავთან საუბარი

საკუთარ თავთან საუბარი

 

თანამედროვე მეცნიერება აღიარებს, რომ უტყვი და ხმამაღალი მონოლოგი საკუთარ თავთან ადამიანს ეხმარება ცხოვრების უკეთ (ეფექტიანად) წარმართვაში. კვლევებმა გამოავლინა, რომ საკუთარ თავთან საუბარი სასარგებლოა ტვინისთვის. რაც უფრო მეტს საუბრობ საკუთარ “მე”-სთან, მით უფრო უკეთეს გადაწყვეტილებებს და გამოსავალს პოულობ. მიუხედევად მრავალი წინააღმდეგობებისა, გონებისთვის მიწოდებული მკაფიო მესიჯი იწვევს ტვინის სრულ კონცენტრაციას. საკუთარ თავთან საუბარი გვეხმარება გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებაში. საკუთარ თავთან საუბარი ინსტრუქტაჟის ფორმატში კი, არის პროცესი, როდესაც შენ საკუთარ თავს უსახავ სტრატეგიას, რომლითაც დასახული მიზნის მისაღწევად უნდა იხელმძღვანელო.

როგორ დავიწყოთ მონოლოგი:

  • შეაქეთ თქვენი თავი, ყველა იმ მიღწევებისათვის, რომელიც დაგიგროვდათ ცხოვრებაში და იმ მიღწევებისათვის, რომლებიც ჯერ კიდევ წინ გაქვთ;
  • დასვით კითხვა და უპასუხეთ – მოგწონთ საკუთარი ცხოვრება? თუ კი, ისევ შეიქეთ თავი. თუ არ მოგწონთ, მაშინ გულახდილად იმსჯელეთ რა არ მოგწონთ, რატომ, და თქვით რა გინდათ ან რა არ გინდათ. შეგიძლიათ, ეს ყველაფერი ფურცელზე ჩამოწეროთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ. წერის დროს ადამიანები უკეთ გადმოვცემთ მოსაზრებებს და უფრო გახსნილები ვართ, იმიტომ რომ გვწამს – ეს ის შემთხვევაა, როდესაც მსმენელი ნამდვილად გვყავს.

საკუთარ თავთან საუბარი

  • საკუთარ თავთან მსჯელობის შედეგად განხორციელებული ნაბიჯები და აქტივობები ისევ თქვენს „მე“-სთან ერთად შეაფასეთ და ან ისევ მადლობა უთხარით საკუთარ თავს, ან გააგრძელეთ მსჯელობა.

რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარ თავთან საუბარი:

  • ჩვენ ყველაზე გულწრფელები ვართ მაშინ, როდესაც მარტო ვრჩებით საკუთარ თავთან, როდესაც არავინ გვისმენს და გვხედავს, როდესაც არ გვჭირდება თამაში;
  • ხანდახან საჭიროა „ორთქლის გამოშვება“, ეს კი უმჯობესია საკუთარ თავთან მოვახდინოთ და თუ კვლავ იმ აზრზე დავრჩებით, რომ მართლები ვართ, მერე სხვაგანაც შეგვიძლია იმ „ორთქლის გამოშვება“;
  • საკუთარ თავთან დიალოგი გვეხმარება გავიგოთ რა გვინდა, ან რა არ გვინდა, ისე რომ ამ დროს არ ვექცევით გარემო ფაქტორების და სხვა ადამიანების ზემოქმედების ქვეშ; ხანდახან, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რაღაც გვინდა, მაგრამ ჩვენი შინაგანი ხმა სხვა რამეს გვკარნახობს. ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენ გიტირიათ იმ დროსაც კი, როდესაც სრულად დარწმუნებული ხართ თქვენს გადაწყვეტილებაში? სწორედ ეს ტირილი არის თქვენი შინაგანი ხმა, შეგრძნებები. ამიტომ ყოველთვის ღირს ჩვენი შინაგანი ხმის მოსმენა და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება.
  • ჩვენს თავთან საუბარი გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ ჰარმონიაში ჩვენს „მე“-სთან;
  • ხშირად, ჩვენ გვჭირდება ექსპერტის რჩევა, ჩვენი ცხოვრების ექსპერტობას კი ჩვენზე უკეთ ვერავინ გასწევს 🙂

საკუთარ თავთან საუბარი

დაიწყეთ საუბარი საკუთარ თავთან – „მე“-სთან. იმსჯელეთ, მიიღეთ გადაწყვეტილებები, დაუსახეთ საკუთარ თავს მიზნები და მიაღწიეთ მათ. კარგად დაუკვირდით, რას და როგორ ეუბნებით თქვენს თავს. მსმენელი ამჯერად თქვენ ხართ, განსხვავებით სხვა ადამიანთან საუბრის პროცესისგან.

 და ბოლოს, საკუთარ თავთან საუბარი ისე ნუ გაგიტაცებთ, რომ სხვებთან დიალოგი დაგავიწყოთ. აქაც, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა 

და ბოლოს, საკუთარ თავთან საუბარი ისე ნუ გაგიტაცებთ, რომ სხვებთან დიალოგი დაგავიწყოთ. აქაც, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა 🙂