საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაბიჯები ტურიზმის ინდუსტრიის მოთამაშეებისთვის ახალ რეალობასთან გასამკლავებლად

საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაბიჯები ტურიზმის ინდუსტრიის მოთამაშეებისთვის ახალ რეალობასთან გასამკლავებლად

დღევანდელი გადმოსახედიდან ტურიზმის ინდუსტრია სიტუაციის მიღებას იწყებს ისე, რომ უკვე ვხედავთ მრავალ ქმედებას, რომელსაც ისინი ახორციელებენ ახალ რეალობასთან გასამკლავებლად.

Covid-19-მა ყველაფერი განსაკუთრებულად მცირე დროში 365 გრადუსით შემოატრიალა. შეიზღუდა და აიკრძალა მოგზაურობა, რაც პირდაპირ აისახა ტურიზმზე და სასტუმროების უმრავლესობა გაურკვეველი ვადით დაიხურა.

განვიხილოთ გლობალური კრიზისის სიტუაციაში  გამოსავლის რა გზები არსებობს

უსაფრთხოება
ახალ რეალობაში, მოგზაურებისთვისა და სტუმრებისთვის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმები იქნება პრიორიტეტული, სასტუმროსა და დასაქირავებელი ბინის არჩევისას.

მოქნილობა
მოქნილობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია სასტუმროს დაჯავშნისას. სწრაფად ცვალებადი გარემოებების გამო (გაუქმებული ფრენა, საზღვრების ჩაკეტვა, იზოლაციის წესების დაცვა) აუცილებელია დაჯავშნისას სასტუმროებმა მომხმარებლებს მისცენ სამედოობა და მოქნილობა, გაუქმებისა და ფულის დაბრუნების პოლიტიკის კუთხით.

სტუმარ-მასპინძლობა
აუცილებელია, სასტუმრომ ონლაინ სივრცეში განათავსოს ამომწურავი ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. რა უსაფრთხოების წესებს იცავენ, როგორია კონსიერჟის მომსახურების განახლებული წესები, რა შედის სასტუმროს სერვისში, ასევე ინფორმაცია აეროპორტიდან ტრანსფერის შესახებ. სასტუმრო მოგზაურისთვის პირველი შეხების წერტილია, ამიტომ მნიშვნელოვანია მათ სასტუმროშივე მიიღონ ყველანაირი რეგულაციის შესახებ, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს.

რა გზებს მიმართეს ინდუსტრიის ყველაზე მსხვილმა კომპანიებმა და სასტუმროებმა?

როგორც დასაწყისში ვახსენთ, სექტორში ბევრი ცვლილება და აქტივობა განხორციელდა პანდემიასთან მორგების პროცესში. ზოგიერთი მათგანის რეალიზება მცირე დროს მოითხოვდა, მაშინ როდესაც ზოგ აქტივობაზე მუშაობას თვეები დასჭირდა.

იმისათვის, რომ შევადგინოთ სია, განვიხილოთ სხვადასხვა საერთაშორისო სასტუმროთა ქსელების განცხადებები (მერიოტი, IGH, ჰაიტი). დამატებით შევისწავლეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები და მითითებები.

მოქნილობის ზომები

  • განაახლეთ ჯავშნის გაუქმებს წესები.
  • შესთავაზეთ უფასო ჯავშნის გაუქმების საშუალებები, ადგილობრივი და საერთაშორისი შეზღუდვების საპასუხოდ.
  • მიეცით სტუმრებს საშუალება ჩამოსვლამდე 24 საათით ადრე შეცვალოს პირობები.
  • შესთავაზეთ ავტომატური სერვისი, რათა შეძლონ მარტივად შეძლონ სტუმრებმა ოთახის ან სერვისის გაუმჯობესება/შეცვლა.
  • იყავით მოქნილი check-in-ისა და check-out-ის დროებზე. ეს დაგეხმარებათ შეამციროთ რიგები.

სტუმარ-მასპინძლობა

  • ზოგიერთი სასტუმროს მსხვილი ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს 24 საათიან სამედიცინო სერვისს.
  • შეადგინეთ სრული გზამკვლევი სასტუმროს აქტივობების შესახებ, რომელსაც ვირუსის საწინააღმდეგოდ ახორციელებთ. განათავსეთ ვებგვერდზე ან დაჯავშნის საიტებზე, აღწერის ნაწილში.
  • დაეხმარეთ სტუმრებს გამომგზავრებამდე ინფორმაციის შესწავლაში, და დახვედრისას გადაეცით გზამკვლევი ქვეყანაში მიმდინარე შეზღუდვების, წესებისა და დაწესებულებებს მუშაობის განრიგის შესახებ.

უსაფრთხოება

  • აუცილებელია სტუმრების ინფორმირება, რომ კომუნიკაცია გაქვთ ადგილობრივ ადმინისტრაციასთან და ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეუძლიათ მოგმართონ თქვენ.
  • შექმენით ბაზა ,სადაც აღწერთ სასტუმროში შემომსვლელთა სიას ქვეყნების მიხედვით.
  • უზრუნველყავით მომსახურე პერსონალის უნიფორმების ხშირი რეცხვის და გამოცვლის სისტემა და პროტოკოლი.
  • შექმენით პროტოკოლი მოულოდნელი კარანტინის შემთხვევებისთვის.
  • დაატრენინგეთ მომსახურე პერსონალი COVID-19-ის პირველადი სიმპტომების შესახებ.
  • განაახლეთ შესასვლელი/გასასვლელის ნიშნები და გამოსაჩენ ადგილას ჩამოკიდეთ.

იმის გარდა, რომ ზევით ჩამოთვლილი ზომები თანამშრომლებსაც ეხებათ, მნიშვნელოვანია თანამშრომლების გაერთიანება და მოტივაციაზე ზრუნვა.

  • მუდმივივად მოახდინეთ თანამშრომლების ინფორმირება, სასტუმროში მიმდინარე ცვლილებებზე და თქვენს მოთხოვნებზე.
  • ისარგებლეთ ე.წ. მკვდარი სეზონით, რათა დაატრენინგოთ თქვენი გუნდის წევრები.

აქამდე ბევრი სასტუმრო ფიქრობდა მაქსიმალურად შეემცირებინა დანახარჯები, თუმცა მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში ინდუსტრიამ უნდა მიიღოს სიტუაცია, როგორც ნორმალური და იმუშაოს იმ ზომების მიღებაზე, რომელიც ჯავშნებს გაზრდის.