კრიზისული კომუნიკაციები და კრიზისის მართვა
კრიზისი “ცოცხალი” პრობლემაა – ეს არის ის, რაც ახლა ხდება. კრიზისი შეიძლება იყოს სკანდალი, გაუმართავი პროდუქტი ან რაიმე სხვა გაუთვალისწინებელი უბედურება, რაც მედიის მხრიდან დაინტერესებასა და გაშუქებას იწვევს.
კრიზისები, როგორც წესი, ახალი ამბების მთავარი თემაა. კომპანიები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ კრიზისისთვის, ვინაიდან წინასწარ არასდროს არავინ იცის, თუ რა მოხდება. კრიზისისთვის მზადების მნიშვნელოვანი ეტაპი სამოქმედო გეგმის შემუშავებაა, რომელიც დაგეხმარებათ მართოთ ის. ასევე მნიშვნელოვანია, შერჩეული გყავდეთ პიარ კომპანია, რომელიც გამოცდილია კრიზისების მართვაში და ფამილიარულია თქვენი კომპანიის მიმართ, იცის რას საჭიროებთ კრიზისის დროს და რა ინსტრუმენტებით მართოს ის.
თუ ამ ფაქტორებს წინასწარ არ გაითვალისწინებთ, ძვირფას დროს დაკარგავთ პიარ კომპანიის ძიებასა და კრიზისის მართვის გეგმის შემუშავებაში.
რეპუტაციის მენეჯმენტი
უმეტეს შემთხვევაში, კრიზისი გავლენას ახდენს კომპანიის რეპუტაციაზე. უარყოფითი რეპუტაცია კი, როგორც წესი, ონლაინ საძიებო სისტემებში უარყოფით შეფასებებზე აისახება. პოტენციური და ლოიალური მომხმარებლის დამოკიდებულებაზე ასევე დიდი გავლენა აქვს მედია გაშუქებასა და ე.წ. “word of mouth”-ს.
რეპუტაციის სწორი მენეჯმენტი მომხმარებლის უარყოფით დამოკიდებულებებსა და შეფასებებს უკეთესობისკენ ცვლის, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ერთ უარყოფით გამოხმაურებასაც კი შეუძლია დაანგრიოს კომპანიის რეპუტაცია და საზოგადოების დამოკიდებულება კომპანიის მიმართ სამუდამოდ შეცვალოს.
მომხმარებლების შეფასების მართვის სისტემა
პრობლემა შეიძლება იყოს ორი სახის: ონლაინ რეპუტაციის და ონლაინ შეფასების. ონლაინ შეფასების პრობლემა წარმოადგენს კომპანიის უარყოფით შეფასებას მომხმარებლისგან, განსაკუთრებით ინტერნეტ სივრცეში.
ბაზარზე არსებულ ყველა კომპანიას სჭირდება შეფასების მართვის სისტემა, ვინაიდან სერვისით უკმაყოფილო მომხმარებელი, ხშირად ონლაინ გამოხატავს მის იმედგაცრუებას, რამაც შეიძლება კომპანიის პოტენციური მომხმარებელი დააფრთხოს. მომხმარებელს კი არ სურს ურთიერთობა იმ კომპანიებთან, რომლებსაც უარყოფითი შეფასებები აქვთ.
კრიზისისთვის მზადყოფნა წარმატებული კომპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ თქვენი კომპანია საჭიროებს პიარ დახმარებას, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ პიარ კომპანიას, რომელიც ერკვევა თქვენს შიდა სამზარეულოში და დაგეხმარებათ კრიზისული კომუნიკაციის წარმართვაში, რეპუტაციის მართვასა და ონლაინ შეფასების შიდა თუ გარე სისტემების კონტროლში.