რეალურად, არ არსებობს საზღვრები, რეალურად, ყველას ყველაფერი შეუძლია!

რეალურად, არ არსებობს საზღვრები, რეალურად, ყველას ყველაფერი შეუძლია!

რეალურად, არ არსებობს საზღვრები, რეალურად, ყველას ყველაფერი შეუძლია!

 

ცოტა ხნის წინ,  მარჯანიშვილის თეატრში პრემიერაზე მიმიწვიეს. რეჟისორ ბესო კუპრეიშვილის ექსპერიმენტული სპექტაკლი “ფიროსმანი – ზმანება” გადიოდა. წინასწარ შემეძლო მევარაუდა, რომ წარმოდგენა განსაკუთრებული იქნებოდა, რადგან ვიცოდი, მასში მსახიობებთან ერთად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები მონაწილეობდნენ.

თუმცა, რეალობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა!
ეს იყო მოგზაურობა ფიროსმანის ნახატებში და მაყურებელი ფიროსმანის ზმანებაში აღმოვჩნდით. სპექტაკლი ყოველგვარი მექანიკის გარეშე მაყურებლის წინაშე იბადებოდა. ნიკალას პერსონაჟებს ბავშვები და თოჯინები აცოცხლებდნენ. იდუმალებით მოცული ფიროსმანის გმირები, რომლებიც საგამოფენო დარბაზებს გასცდნენ, გაცოცხლდნენ და ეს სიცოცხლე მათ განსაკუთრებული შესაძლებლობების ბავშვბმა ჩაუსახეს.

რეალურად, არ არსებობს საზღვრები, რეალურად, ყველას ყველაფერი შეუძლია!
ის, რაც მარჯანიშვილის სცენაზე ხდებოდა, იყო საოცრება! ასეთი რამ ჯერ არასოდეს მინახავს! სიტყვებით ვერ აღვწერ, ვიცინოდი და ვტიროდი ერთდროულად. არაჩვეულებრივი სპექტკლი არაჩვეულებრივი ბავშვების მონაწილეობით! ემოციებით სავსე და უსაზღვრო სიხარულით დამუხტული. ეს იყო გამოწვევა არა მხოლოდ სპექტაკლში მონაწილე დებიუტანტი მსახიობებსთვის, არამედ ჩვენთვის, მაყურებლებისთვის და ზოგადად, მთელი საზოგადოებისთვის!
პატარა მსახიობებს დაქვეითებული სმენა არ უშლით, რადგან მიაჩნიათ, რომ აქტრისა მარგარიტა სიყვარულის მუსიკით ცეკვავს. არც შეზღუდული გადაადგილება იყო წინაღობა იმისთვის, რომ ფიროსმანის ცხოველები გაეხმოავანებინათ. აღმოვაჩინე, რომ თურმე არც 100%-იანი მხედველობაა საჭირო, რომ ნიკალას რეალობა შეიგრძნო.

რეალურად, არ არსებობს საზღვრები, რეალურად, ყველას ყველაფერი შეუძლია!
წარმოდგენის დაწყებამდე რეჟისორი მაყურებელს სპექტაკლის მზადებაზე გვესაუბრა. გაგვიმხილა, რომ ადრე, შაქარიანი დიაბეტის გამო სისხლში შაქრის შემცველობა ხშირად 300-ს უტოლდებოდა. თუმცა ახლა, მას შემდეგ, რაც ამ ბავშვებთან დაიწყო ურთიერთობა, შაქარი ნორმაში ჩაუდგა და ამის მიზეზად ბავშვებისგან წამოსული უსაზღვრო სითბო და სიყვარული დაასახელა.
უსინათლო, სმენადაქვეითებული, მათ ვისაც გადაადგილება უჭირს თუ დაუნის სინდრომიანი ბავშვები არა შეზღუდული, არამედ განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანები არიან! ამ ბავშვებს აქვთ გასაოცარი უნარი გარშემომყოფებს თავი შეაყვარონ.

რეალურად, არ არსებობს საზღვრები, რეალურად, ყველას ყველაფერი შეუძლია!
სიყვარულში ყველა ჩემი ნახატი ცოცხლდებაო – ამბობდა ნიკალა. ეს ბავშვები სწორედ ამას აკეთებდნენ, რადგან მაყურებელს პრიმიტიულ და გულწრფელ ხელოვნებას აცნობდნენ.

როგორ შემიძლია არ დავეთანხმო მარჯანიშვილის თეატრის დირექტორს, ეკატერინე მაზმიშვილს, რომელიც მიიჩნევს, რომ “რეალურად, არ არსებობს საზღვრები! რეალურად, ყველას ყველაფერი შეუძლია!“

ნიჭისთვის საზღვრები არ არსებობს და ჩვენი თანადგომით ამ ადამიანებს თავიანთი უნარების სრულად გამოვლენა შეუძლიათ.

რეალურად, არ არსებობს საზღვრები, რეალურად, ყველას ყველაფერი შეუძლია!