რაც ყველაზე ძალიან მინდა…

რაც ყველაზე ძალიან მინდა…

რაც ყველაზე ძალიან მინდა...

 

ახლა რომ მკითხოთ, აი ახლა, ზუსტად რა მინდა ყველაზე ძალიან, ვერ გაგიმხელთ… ამბობენ, არ ასრულდებაო და მხოლოდ ამ მიზნით „გადავიმალავ“ ჩემში…

სურვილები არ ხდება ისე, როგორც ჩვენ გვსურს! არადა მჯეროდა, რომ ხდებოდა, როცა ხშირად მეუბნებოდნენ ჩაიფიქრე და აგისრულდებაო. მე ყოველთვის შოკოლადს ვიფიქრებდი… შემდეგ კი ყველაფერი ისე მეგონა როგორც ადრე, წარსულში.

ეს ისე, უბრალოდ…

მაგრამ გეტყვით, რა არ მინდა ყველაზე ძალიან: აი, ამ პოსტის წერა…

თუმცა, ჩემი სურვილი იმდენად დიდია, მომიწევს დავწერო იმაზე, ახლა რაც ყველაზე ძალიან მინდა… და ამჯერად, ჩემი არასენტიმენტალური განწყობა „გადაგდოთ“, რაც არც ისე ხშირად ხდება ხოლმე…

ძირითადად, პოსტები გაბრაზებულზე მეწერინება…

რაც ყველაზე ძალიან მინდა...

მაგალითისთვის გაგიმხელთ…

თინეიჯერობის ასაკში ძალიან მინდოდა ზედმეტი კილორამები „არ ამეკიდა“, არადა ეს გაუთავებელი დიეტები, ვარჯიში და სირბილი არ იყო ჩემს ხასიათში. რა ვქნა, „ვერ მოვიხდინე“… მძულდა მუდმივი შიმშილის გრძნობა, რაც ასეთ დიეტებს ახლდა თან, მაგრამ როცა წონის პრობლემას წავაწყდი ძალიან მარტივი კვების სქემა შევიმუშავე ჩემთვის: ყველაზე კარგი და ჩემთვის მისაღები დიეტა იყო ჭამა… ერთი სიტყვით, რაც ყველაზე ძალიან მინდოდა – მეცხოვრა ზედმეტი კილოგრამების და დიეტების გარეშე – მივაღწიე… მერე მივხვდი, რომ ეს უბრალოდ ასაკობრივი „ახირება“იყო და მეტი არაფერი…

ამის მერე იყო ძალიან ბევრი რამ, რაც ყველაზე ძალიან მინდოდა. ზოგიერთი შევისრულე, ზოგიც დარჩა ასე, მხოლოდ სურვილად. რაღაც ნაწილი კი „დავივიწყე“ უბრალოდ. რატომ? ზოგჯერ „მოსურვილებაც“ საკმარისია, აუცილებელი არ არის „ის“ აიხდინო… და თუ ვერ აიხდენ უნდა „დაივიწყო.“ როგორც ჩანს, არაფერი გვავიწყდება… თითოეულ სურვილს „ვიხდენთ“ ისე, როგორც ამას ჩვენ ვიმსახურებთ ან შეგვიძლია…

აი ახლა, რაც ყველაზე ძალიან მინდა, ძალიან მალე ახდება! ამისთვის ერთი პატარა მოტივიაციის მარცვლი იყო საჭირო. მე მოტივაციის ჩემეული განმარტება მაქვს, არამატერიალური, უბრალოდ განწყობებსა და ხასიათზე აგებული: ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ხელს მიწყობს სურვილის მიღწევა-ახდენაში! ზოგი მას სიყვარულს ეძახის, ზოგიც მატერიალურ კეთილდღეობას. მე კი სულ ვამბობ: მხოლოდ სიყვარული არაფერია! და არც სიყვარულია მატერიალურზე აგებული. აი, მხოლოდ ძლიერ სურვილს მიჰყავხარ წინ, ის გაიძულებს იმოქმედო და შეასრულო ამოცანები…

აი ეს არის მოტივაცია – 2 მილიმეტრიანი მოტივაცია, რომელიც უკვე ძალიან გიყვარს! „ის“ მძლავრი „იარაღი“ ხდება მიაღწიო მიზანს, რაც ყველაზე ძალიან გინდა – იყო ბედნიერი!!!

P.S. მაინც რა? შემდეგ პოსტში… დღეს რაღაც არ გამომვიდა!

რაც ყველაზე ძალიან მინდა...