ქალაქში წვიმს და ნისლია.
ამიტომ ჩემი ფანჯრიდან აღარ ჩანს ელმავალმშენებელი ქარხანა,
რომელიც უკვე კარგა ხანია აღარ აწარმოებს ელმავლებს.
გავყურებ ქუჩას რომელიც არ ჩანს.
მე წარმოდგენა არ მაქვს მოსწონს თუ არა დავით გურამიშვილს,
რომ მისი გამზირი სველია.