ბევრი ფიქრის შედეგად იმის შესახებ, თუ რა თემისთვის უნდა მიმეძღვნა ჩემი დღევანდელი პოსტი, დავიწყე შთაგონების წყაროს ძიება. ვიფიქრე სხვადასხვა თემაზე, თუ რაზე შეიძლებოდა დამეწერა… რთულია როდესაც ეძებ თემას და არ მოგწონს არც ერთი, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრისთვის ცნობილია ეს შეგრძნება. საბოლოო ჯამში, აღმოვაჩინე უამრავი რჩევა იმასთან დაკავშირებით თუ რამ შეიძლება შეგიქმნას წერის განწყობა, რა გარემო უნდა შეიქმნა იმისათვის რომ თავში საინტერესო იდეები მოგივიდეს და მოგინდეს ამ იდეების სხვებისთვის გაზიარება.
მოუსმინეთ შესაფერის მელოდიას: მუსიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს იდეების გენერირებაში. შეარჩიეთ თქვენი განწყობის შესაფერისი მელოდია, რომელიც დაგეხმარებათ აზრების მობილიზებაში და “კალამს ხელში დაგაჭერინებთ ” …
მოუსმინეთ ირგვლივმყოფებს: შესაძლებელია, რომ სხვისი ნათქვამი რომელიმე ფრაზა გახდეს ინსპირაციის წყარო და გაგიჩინოთ ახალი იდეები.
შეიცვალეთ ლოკაცია: მუდმივად ერთსა და იმავე ოთახში ჯდომით კარგი იდეა შეიძლება დეფიციტური გახდეს, საჭიროა ლოკაციის, გარემოს შეცვლა, იმისათვის რომ ახალი თვალით შეხედო რიგ საკითხს და აღმოაჩინო წერისათვის შესაფერისი, საინტერესო თემა.
გაიცინეთ: პოზიტიური განწყობა არის ის რაც თითოეულ ჩვენგანს სჭირდება. არამარტო იდეების მობილიზებისთვის…
უბრალოდ წერეთ: დაიწყეთ წერა, ჩამოწერეთ ყველაფერი რაც თავში მოგივათ შესვენების გარეშე, შემდეგ გადაიკითხეთ და სავსებით შესაძლებელია, რომ აღმოაჩინოთ რამე საინტერესო, რაზეც გაამახვილებთ ყურადღებას და განავრცობთ თემას.
შეხედეთ მწვანეს ან ცისფერს: უცნაურია, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ფერი განგაწყობთ კრეატიული აზროვნებისთვის და გეხმარებათ ფანტაზიის “ჩართვაში”. ხედი ზღვაზე ალბათ იდეალური იქნებოდა ამ შემთხვევაში.
და ბოლოს, წერეთ რაც შეიძლება ბევრი, რადგან ეს “საქმიანობა” შესაძლებელია განტვირთვისა და უარყოფითი ემოციებისაგან დაცლის საუკეთესო საშუალება იყოს.