ალბათ, ყველას დაგაინტერესებთ, თუ რა მიზნით იქმნება ალუმნი პიარსკოლისთვის, რა უდევს ამ იდეას საფუძვლად, ან თუნდაც რას ნიშნავს სიტყვა – ალუმნი?
ალუმნი ჯგუფია, რომელშიც გაწევრიანებულია კურსდამთავრებულები კონკრეტული სკოლიდან, კოლეჯიდან ან უნივერსიტეტიდან.
იქიდან გამომდინარე, რომ პიარსკოლას უკვე 1500-ზე მეტი სტუდენტი ჰყავს და მნიშვნელოვანია, მათთან მუდმივი კავშირი, მათთვის სიახლეების მიწოდება და მნიშვნელოვანი ინფორმაციების ერთმანეთთან მიმოცვლა – დაიბადა იდეა, რომ პიარსკოლისთვის შევქმნათ ალუმნი.
ალბათ, ყველას გვქონია ის მომენტი, როდესაც დიდი ხნის უნახავი კლასელი, ან უნივერსიტეტის ჯგუფელი შეგვხვდება და უცებ იწყება საუბარი თუ სად დავიკარგეთ? რატო დავიკარგეთ? როგორ არ გრვცხვენია და ა.შ. ამ საუბრების შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ქმნის Facebook-ზე ჯგუფს და ყრის ყველა კლასელს, ან ჯგუფელს და უცებ წყდება, რომ მიდიხართ რესტორანში. მერე, როგორც ხდება, სუფრაზე ძველი ამბების გახსენება, ერთმანეთზე ხუმრობა, ვითომ საქმიანი საუბრები, თავის წარმოჩენები და ა.შ. რეალურად რომ შევხედოთ, ეს ჩვენებური ალუმნია. თუმცა, ალუმნის დატვირთვა სულ სხვა რამეა. რეალურად ეს პლატფორმა ეხმარება სტუდენტებს და ყოფილ სტუდენტებს ერთმანეთთან უფრო მჭიდრო კავშირები დაამყარონ.
ძალიან კარგი მაგალითები შეგვიძლია ავიღოთ სხვადასხვა უცხოური უნივერსიტეტებისგან. მაგ: ბოსტონის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი და ა.შ. ისინი ალუმნის სახით ქმნიან პლატფორმას, რომელიც ეხმარება, როგორც კურსდამთავრებულს, ასევე სტუდენტებს, ადვილად მოახდინონ ინტეგრირება, როგორც უნივერსიტეტში ასევე ალუმნში გაწევრიანებულ კურსდამთავრებულებთან.
ამიტომაც პიარსკოლას სულ მალე თავისი ალუმნი ექნება. კურსდამთავრებულები და მომავალი სტუდენტები გაერთიანდებიან ერთი პლათფორმის ქვეშ და მიეცემთ საშუალება, გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება, ერთმანეთთან გაიარონ კონკრეტულ საკითხებში კონსულტაცია, ან თუნდაც დაეხმარონ ერთანეთს სამსახურის მოძიებაში.
ჩვენ ვაძლევთ მათ განვითარების საშუალებას და რაც მთავარია, თითოეულ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, სხვის განვითარებაში შეიტანოს წვლილი. მე, როგორც პიარსკოლელი, მივესალმები ამ იდეას და არ დავიშურებ ძალღონეს მის განსახორციელებლად.