ორგანიზებულობამ მომცა შესაძლებლობა, დრო უკეთ გამენაწილებინა და ნაკლები ენერგია დამეხარჯა ქაოსში

ორგანიზებულობამ მომცა შესაძლებლობა, დრო უკეთ გამენაწილებინა და ნაკლები ენერგია დამეხარჯა ქაოსში

ჯეპრას დიზაინერი ანი იოსელიანი 2025 წელს აფასებს. 

რომელი ჩვევები დამეხმარა ამ წელს პროდუქტიულობაში და საქმეების შესრულებაში?

ამ წელს ყველაზე მეტად დამეხმარა ორგანიზებულობა და სისხარტე. როცა დავიწყე საქმეების წინასწარ დალაგება და სწრაფად რეაგირება აუცილებელ საკითხებზე, ბევრად უფრო ეფექტურად ვმუშაობდი. ორგანიზებულობამ მომცა შესაძლებლობა, დრო უკეთ გამენაწილებინა და ნაკლები ენერგია დამეხარჯა ქაოსში.

შედეგი: საქმეები უფრო სწრაფად და ხარისხიანად სრულდებოდა, ნაკლები სტრესი მქონდა და საკუთარი შესაძლებლობების მიმართ მეტი თავდაჯერებულობა გამიჩნდა. ეს ჩვევები ნამდვილად ის არის, რასაც მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ.

რომელი ჩვევები ან ქცევები შეგიფერხებდა ეფექტურობაში ამ წელს?

ამ წელს ეფექტურობაში ყველაზე მეტად ზედმეტმა პასუხისმგებლობამ შემაფერხა. ხშირად საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრს ვიღებდი, რაც გადაღლას და ემოციურ დაძაბულობას იწვევდა. ზოგჯერ ეს პასუხისმგებლობა არა პროდუქტიულობას, არამედ ძალების გამოფიტვას იწვევდა. რას ვამჩნევ საკუთარ თავში: საჭიროა უკეთ შევძლო საზღვრების დაწესება და გავარჩიო, რა არის ჩემი რეალური პასუხისმგებლობა და რა — ზედმეტი ტვირთი.

რომელი ცუდი ჩვევის ჩანაცვლება მინდა 2026 წლისთვის და როგორ?

ჩემი ერთ-ერთი ცუდი ჩვევა იყო ბევრი დროის დახარჯვა სქროლვაში, რაც ყურადღებას მიფანტავდა და დროს მიზანშეუწონლად მაკარგვინებდა. 2026 წლისთვის მინდა ეს ჩვევა ჩავანაცვლო საკუთარი თავის განვითარებაზე მეტი დროის დათმობით — სწავლით, ახალი უნარების გაღრმავებით და პირადი ზრდისთვის სასარგებლო საქმიანობებით. კონკრეტული ნაბიჯები: • სქროლვის დროის შეგნებულად შეზღუდვა • დღის გარკვეული მონაკვეთის გამოყოფა თვითგანვითარებისთვის • თავისუფალი დროის გამოყენება ისეთ აქტივობებში, რომლებიც გრძელვადიან შედეგს მომცემს