მთავრობასთან ურთიერთობა

მთავრობასთან ურთიერთობა

სახელისუფლებლო ორგანოები მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიმდინარე პროცესების, განვითარების ძირითადი ვექტორებისა და აქტუალური პოლიტიკის, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობის, საინვესტიციო და სოციალური ურთიერთობების განსაზღვრასა და ფორმირებაში.

ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს, რომ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან კონსტრუქციული და გამართული კომუნიკაციის წარმოების, პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობისა და სხვადასხვა საკითხის ადვოკატობის გზით, ბიზნეს და სამოქალაქო ორგანიზაციებმა, საინიციატივო და ახალგაზრდულმა ჯგუფებმა საკუთარი ინტერესების დაცვასა და პოზიტიური ცვლილებების დანერგვაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.

  • მთავრობასთან ურთიერთობა მოიცავს, როგორც საჯარო პოლიტიკის პრაქტიკისა და საკანონმდებლო სივრცის ანალიზს, ასევე კონკრეტული სამოქმედო გეგმის ფორმირებასა და რეალიზაციას, რაც კლიენტის კონკრეტულ საჭიროების რეალიზაციასა და სამთავრობო/ სახელისუფლებლო ორგანოებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფას ემსახურება
  • მთავრობის წარმომადგენლებთან პირდაპირი ურთიერთობის დამყარებისა და საინფორმაციო სივრცეში სხვადასხვა საკითხის აქტუალიზაციის გზით, შესაძლებელია სპეციფიკური მიზნებისა და ამოცანების შესრულება
  • მთავრობასთან ურთიერთობა გულისხმობს არა მხოლოდ საჯარო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, არამედ ხელისუფლების ძირითად სტეიკჰოლდერებთან: საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან, ბიზნესკომპანიებთან და სხვა ტიპის გავლენის ჯგუფებთან კომუნიკაციას და მათი პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფას.

მთავრობასთან ურთიერთობა – პროდუქტები

  • საჭიროებათა ანალიზის შეფასებითი ანგარიში
  • მთავრობასთან ურთიერთობის სტრატეგია
  • მთავრობასთან ურთიერთობის სტრუქტურის ფორმირება
  • მიმდინარე კონსულტაციები მთავრობასთან ურთიერთობის მიმართულებით
  • ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება