სტამბოლი პირველი ადგილია, რომელიც ჩემთვის თავისუფლებას უკავშირდება. ერთ დროს მსოფლიოს ცენტრი და მეორე რომი, დღესაც ძალიან მაგარი და მრავალფეროვანი ქალაქია. ვინც ყოფილხართ, ალბათ, დამეთანხმებით. თუმცა, ბოლოდროიდნელი მოვლენების შემდეგ, დიდი ეჭვია, ის უნიკალურობა, რაც ამ ქალაქმა აქამდე მოიტანა, გაქრეს და ერდოღანის პოლიტიკურ ძალას შეეწიროს.
ბოლოს სტამბოლი აპრილში ვნახე და ქალაქი შეშინებული დამხვდა. მოსახლეობა, რომელიც ბევრი სამხედრო გადატრიალებით შენარჩუნებულ ევროპულ ღირებულებებზე გაიზარდა, ხმადაბლა, ჩუმჩუმად შიშობს, რომ რეჯიბ ტაეპ ერდოღანის რეფორმები ტირანიაა.
ქვეყნის ლიდერობა, რომელიც ვითომ ტერორიზმს ებრძვის და სინამდვილეში ამას თავისი მმართველობის რეჟიმად გადასაქცევად იყენებს, შავ-თეთრ ფილტრში ავსახე. დღეს არ გვინდა ფერები. დღეს ვიყოთ მონოქრომულები.