„მას” კი უბრალოდ, ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ!
შესავლის ნაცვლად…
კომუნიკაცია ადამიანებსა და არა მხოლოდ ადამიანებს შორის, ურთიერთობა და აზრის გაცვლა-გამოცვლა საზოგადოებისთვის და საერთოდ, მთელი კაციობრიობისთვის ყოველთვის მნიშვენლოვანი იყო. 21-ე საუკუნეში, ანუ ინტერესის ეპოქაში კი მის ამ მნიშვნელობამ პიკს მიაღწია – ახალ მსმენელს ახლებურად დალაპარაკება დასჭირდა!
ჩემს მსმენელს ლულუ ერქვა, რომელიც ძირითადად მხოლოდ საყვედურებს ისმენდა და კომუნიკაციაზე „გიჟდებოდა“. მე კი მისთვის უინტერესო პარტნიორი აღმოვჩნდი! როგორც ირკვევა, „ეფექტურ კომუნიკაციებში“ მოვიკოჭლებდი….
ისეთიუყვარხარ, როგორიცხარ!
ამბობენ, „მას“ შენს გამო თავგანწირვა შეუძლია! მისთვის იმდენად ძვირფასი ხარ, თუ იგრძნო, რომ საფრთხე გემუქრება, არაკეთილმოსურნეს სასტიკად გაუსწორდება… მუდამ ცდილობს ცივ ამინდში გაგათბოს! „ის“ ერთგულია, არ გატყუებს, ცდილობს მუდამ შენთან იყოს… თქვენი სოციალური სტატუსი არ ადარდებს! „მას”უბრალოდ, ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ!
და… თუ „მის გვერდით“ არ ხარ, გელის, გეძებს, დარდობს… შენს განწყობას შესანიშნავად გრძნობს; თუ სევდიანი ხარ, „ისიც“ აუცილებლად იწყენს, ან შენს გართობას ცდილობს…
ერთი სიტყვით „მასთან“ ერთად გართობას არაფერი სჯობს!
უსიყვარულო ცხოვრებას „ჩვენგან“ წასვლა გადაწყვიტა!
ვაღიარებ არ მიყვარდა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი რომ მძულდა! ვერასოდეს ვამჩნევდი მის სიყვარულით სავსე თვალებს, ზრუნვას, სიხარულს, ერთგულებას, მოკლედ… მისი არ მესმოდა! ეს იგრძნო და… ტყულსა და უსიყვარულო ცხოვრებას „ჩვენგან“ წასვლა ამჯობინა!
ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემნაირი ყოფილა… ეჭვიანობამ სძლია! შესაძლოა ამიტომაც ვერ ვუგებდით ერთმანეთს: არ გვიყვარდა სიყალბე და ტყუილი!
„ბედნიერების სამკუთხედი“
ეს ის მომენტია, როცა ვერაფერს შეცვლი! ცხოვრება მშვენიერია, როდესაც გარს ერთგული ადამიანები გახვევია და შენს სიხარულს იზიარებენ. ზოგჯერ ასეთივე ემოციას იწვევდა ლულუს ერთგულება. ოჯახში შეუძლებელია ყურადღება მიაქციოთ ყველას და ყველაფერს და არ გამოგრჩეთ დეტალები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის მრავალი წევრისგან შედგება… დღეს თავს ამით ვიმშვიდებ!
ჩვენი ოჯახი ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა: „მე“, „ის“ და ლულუ… აი, ასეთი „ბედნიერების სამკუთხედი“ გვქონდა!
როგორი იყო ლულუ?
ძილი მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი იყო, მაგრამ ბოლო დროს ჩვეულზე მეტ დროს ეძინა. ეს თურმე ზრუნვის, სიყვარულისა და ყურადღების ნაკლებობის ნიშანი ყოფილა ჩემი მხრიდან. საკვები ერთმნიშვნელოვნად არ არის კავშირში სიყვარულთან და ყურადღებასთან, თუმცა, სტრესთან პირდაპირ კავშირშია- ლულუმ წონაშიც მოიმატა, თუმცა…თბილი სიტყვებით „გამასპინძლებაც“ კი მეზარებოდა!
ბოლოდ დროს დეპრესიული იყო და ამ ფაქტს ერთდღიანი უმადობაც დაემთხვა -საქმე თურმე ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვქონია!ცელქი? ვერ გეტყვით რომ ნივთებს აფუჭებდა, ის ჯერ პატარა იყო! სიყვარული და ყურადღება ჩემგან ნამდვილად აკლდა! მისი უმიზეზო სიცელქეც ეს ყოფილა! სწორად ვერ გადავანწილე მისი ფიზიკური მოთხოვნილებები ვარჯიშით და ყურადღებით.
სინანული
დღეს დავუთმობდი უფრო მეტ ყურადღებას ლულუს, ვიდრეადრე ვაკეთებდი! ვისეირნებდით, ვითამაშებდით და რასაც ყველაზე მეტად ითხოვდა ჩემგან: მოვეფერებოდი! ამით მოვიხსნიდი სტრესს და „მასაც“ ვაჩუქებდი ბედნიერ წუთებს.
ჰო მართლა…
ლულუ ერთი პატარა ბულტერიერის ლეკვი იყო, სულ ღარაც 3 თვის! 1 თვეც ვერ გავუძელი! არადა ამბობენ, ცხოველებთან ურთიერთობით ადამიანი დადებით მუხტს იღებს, ისინი გვჩუქნიან უანგარო სიყვარულსა და სითბოს. ცხოველთა მოყვარული პიროვნება, თავის საყვარელ ბინადარს ოჯახის სრულუფლებიან წევრად თვლის. თუმცა, ეს ყველაფერი უცხოა იმ ადამიანისთვის, ანუ ჩემთვის, ვისაც ცხოველი არაოსოდეს ჰყოლია, არც ბავშვობაში და არც ამის შემდეგ.
რჩევა…
ერთმა მეგობარმა ფსიქოლოგმა „მისაყვედურა“- “ადამიანს, რომელსაც არ უყვარს ცხოველები, განიცდის მათ მიმართ სიძულვილს ან გულგრილობას, ასეთი პიროვნება, ქვეცნობიერად არაღიარებს ამ სამყაროში არცერთ სულიერს ადამიანის გარდა.”
თუმცა, სინამდვილეში აი, ასე ყოფილა: The Only creatury on Earth who loves you more than himself!
დაკარგვის შიში!!!
ლულუ ყოველთვის ცდილობდა შეხებით გამოეხატა სიყვარული, სითბო და ჩემგანაც იმავეს მოითხოვდა! მე, რომელსაც არ მიყვარდა ცხოველები, სწორედ ამ შეხებას გავურბოდი! ჩემთვის ეს ქვეცნობიერად ასოცირდებოდა გარკვეულ შინაგან შიშთან და გარკევული საშიშროების მოახლოებასთან, რომ ვგრძნობდი, დავკარგავდი!
P.S. არადა რა ვიცოდი, რომ ლულუ იქნებოდა ერთადერთი ალბათ მთელ სამყაროში, რომელიც არ მომატყუებდა, უანგაროდ ვეყვარებოდი და ჩემს გარეშე ყოფნას მუდამ განიცდიდა! მივხდი, რომ მეორე ლულუ ვერ იქნება სამყაროში! შესაძლოა იყოს ისეთივე ლამაზი, თეთრი, ბუთქუნა, მოსიყვარულე, ცელქი, ზოგჯერ აგრესიულიც, თუმცა… მასთან კომუნკაციას მხოლოდ სინანული და ისევ მისი სიყვარული შემაძლებინებს!
“Life is better with a dog…”
7 მაისს, კახეთში მარათონზე „Wings for Life World Run“ ვირბენ მისთვის!