თაკო ვარამაშვილი, ჯეპრას CSR მენეჯერი და კონსულტანტი 2018 წელს აფასებს.
ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებული იყო. გამოწვევებით და საინტერესო პროექტებით სავსე. 2018 წელს კიდევ უფრო გავიზარდე.
გამორჩეული ოყო განსხვავებული პროექტებით. ასევე 2018 წელს მე ვიყავი რამდენიმე პროექტის მენეჯერი, რაც დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის და შეფასებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კარგად გავართვი თავი და არ შევრცხვი J))
2018 წლის პროექტები, შეიძლება ითქვას, თითქმის ყველა განსაკუთრებული იყო ჩემთვის. გამოვყოფდი „მინდა ვენდო სასამართლოს“ პროექტს, რომელიც სრულიად ახალი და რთული თემა იყო ჩემთვის, და ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. ასევე გამოვყოფდი სერვიეს პროექტს, სადაც სოც მედიისთვის კონტენტის შექმნა იყო ერთ-ერთი მთავარი თემა და ამ მიმართულებითაც შევმატე გამოცდილება საკუთარ თავს.
მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ნებისმერ საქმეს მოვეკიდო დიდი პასუხისმგებლობით და რაც შეიძლება მეტი მივიღო როგორც პროექტებიდან, ისე ჩვენი შიდა საქმეებიდან.
როგორი იყო შენი წელი როგორც პიარსკოლის მენტორის?
როგორც ყოველთვის სანტერესო და საამაყო. ძალიან მახარებს და სხვანაირ განწყობაზე მაყენებს, როდესაც სხვას ვეხმარები, გახდეს თუნდაც ძალიან ცოტათი უკეთესი.
2018 წელი ჩემი გადმოსახედიდან ძალიან წარმატებული წელი იყო ჯეპრასთვის. ბევრი საინტერესო და მძიმე პროექტით. სულ ფუსფუსი მახსენდება ამ წელს და ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა პრომოუშენის გუნდის მეშვეობით. მიხარია, რომ ამ გუნდს ბოლოს მეც შევუერთდი.
რაღაც საკითხები დარჩა, რაც ალბათ 100 %-ით ვერ შესრულდა, რაზეც სტრატეგიულ შეხვედრაზე იყო საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, ყველა ძალიან ბევრს მუშაობს დასახული მიზნის მისაღწევად.
მიხარია, რომ გამიმართლა და ამ გუნდის წევრი ვარ. მიხარია, რომ შემიძლია პროექტები მარტომ ვმართო, რაც აქამდე ვერ წარმომედგინა. მიხარია, რომ 2018 წელს CSR-ის მიმართულება გადმომებარა. მიხარია, რომ ყოველი დღე საინტერესოა და მუდმივად ვიზრდები. ამ ყველაფრის შესაძლებლობას საქართველოში საკმაოდ ცოტა კომპანია აძლევს თანამშრომლებს.
გული მწყდება, როცა ვიცი, ბევრად მეტი შემიძლია და ამას ხანდახან არ ვიყენებ.
2019 წელს, პირველ რიგში ვგეგმავ საკუთარ თავზე ბერვად მეტ მუშაობას. მაქსიმალურად უნდა ვეცადო, რომ რაც შეიძლება ცოტა დრო დავკარგო.
აქცენტის გაკეთებას ვაპირებ CSR-ის მიმართულების წინ წამოწევაზე, ახალ იდეებსა და კამპანიებზე. ასევე ვგეგმავ, რომ მქონდეს პროექტები და ვიყო მაქსიმალურად დატვირთული. მინდა, რომ 2019 წლის ბოლოს, შემეძლოს არა მხოლოდ ჯეპრასთვის, არამედ სხვა ორგანიზაციებისთვისაც CSR სტრატეგიის დაწერა.
თუ ვიქნები უფრო აქტიური და მონდომებული, ვიქნები მეტ საინტერესო პროექტში, ეს ყველაფერი აისახება ჩემს უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაზე 😊 . ამიტომ ვეცდები ეს ჯაჭვი არ გავწყვიტო და პირიქით, ახალი რგოლები დავამატო.
ჩვენი პროფესია მუდმივად განვითარების რეჟიმშია. 2019 წელს მარტო ჯეპრას მხრიდან იმდენი სიახლე ელოდება ამ სფეროს, რომ პიარში მომუშავე ხალხმა, მხოლოდ ის წიგნები, რომ წაიკითხონ რასაც ჯეპრა გამოუშვებს და გაეცნონ ონლაინ პლატფორმას, 2020 წელს ბევრად ბედნიერები შეხვდებიან.