მასობრივი მედიასაშუალებები საზოგადოებრივი ცხოვრების, პოლიტიკის ფორმირებისა და აქტუალური საკითხების თაობაზე სხვადასხვა ჯგუფების ინფორმირებაში მნიშვნელოვან და უნიკალურ როლს თამაშობენ.
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის ეფექტიანი წარმოებისთვის, მედიასაშუალებებთან მიზანმიმართულ ურთიერთობას და პოზიტიურ, შინაარსიან მედიაგაშუქებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
- მედიასთან ურთიერთობის კუთხით, ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ: მედიისთვის საინტერესო კონტენტის შექმნას, ტრენდებზე დაკვირვებითა და აქტუალური საკითხების, ასევე მედიასაშუალებების პრეფერენციების გაანალიზების გზით.
- ჩვენ ვამზადებთ შესაბამის საინფორმაციო მასალებს, ვაწვდით მათ მედიასაშუალებებს და ვეხმარებით კლიენტებს მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრასა და დაინტერესებაში.
- მედიაგაშუქება არა რაოდენობრივი შედეგების, არამედ ხარისხიანი მედიამასალების მიღებას გულისხმობს, რაც რეალურად გავლენას ახდენს მედიის აუდიტორიაზე, სხვადასხვა ტიპის სოციალურ ჯგუფებზე და რაც ეხმარება ჩვენს კლიენტებს მათი რეპუტაციული და საკომუნიკაციო ამოცანების შესრულებაში.
- მედიასთან ურთიერთობის თანამედროვე მიდგომა რედაქტორების, პროდიუსერების, ჟურნალისტებისა და მასობრივი მედიასაშუალებების ჩართულობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ მონაწილეობას გულისხმობს. ამ მხრივ, ჩვენ კლიენტებს სპეციფიკური მედიაღონისძიებებისა და მედიასთან თანამშრომლობის სხვადასხვა ინსტრუმენტის რეალიზაციას ვთავაზობთ.
მედიასთან ურთიერთობის ინსტრუმენტები:
საინფორმაციო მასალები
- პრესრელიზები
- მედიაანონსები
- პრესკიტი
- პოდკასტები
მედიაღონისძიებები
- პრესკონფერენციები
- ბრიფინგები
- სემინარები
- ტურები
- სამუშაო შეხვედრები
- გაშუქება
- ინტერვიუების ინიცირება
- გადაცემებში მონაწილეობა
- სიახლეების გაშუქება
- კონფერენციები
- მედიაკონკურსები