მალე ახალი წელი მოვა

მალე ახალი წელი მოვა

მალე ახალი წელი მოვა

 

მალე ახალი წელი მოვა… ბავშვობაში 1 დეკემბრიდან ვიწყებდი მზადებას. ყველაზე მეტად მახარებდა ნაძვის ხის დადგმის მოლოდინი. დედა ნაძვის ხეს 31 დეკემბრამდე არ გვადგმევინებდა და ამიტომ 1 დეკემბრიდან ოცნებაში ვდგავდი და ვრთავდი ამ საოცნებო ხეს. ზუსტად ვიცოდი, რომელ ტოტზე რომელ სათამაშოს დავკიდებდი. ნაძვის ხის ქვეშ ვალაგებდი სხვადასხვა მოსართავებს: ლამაზ მწვანე მინდორს, ზედ დაკოფსილი წითელი, თეთრწინწკლებიანი სოკოებით და საახალწლო სანთლებით; “კრემლის” ნაძვს, რომელშიც სანთელი ენთო და წვერზე პატარა ზანზალაკები ეკიდა, ნაძვი სულის შებერვაზე ტრიალებდა და ზანზალაკები წკრიალებდნენ; თეთრ “სნეგუროჩკას” და წითელ ხურჯინიან თოვლის ბაბუას. ნაძვის ტოტების წვერებზე ლამაზ ნათურებს ვამაგრებდი, რომლებიც წითლად, ყვითლად და მწვანედ ანათებდნენ. ბოლოს კი თავზე ულამაზეს წითელ “კრემლის” ვარსკვლავს ვადგავდი და ჯადოსნური ხეც მზად იყო.

მალე ახალი წელი მოვა... ბავშვობაში 1 დეკემბრიდან ვიწყებდი მზადებას. ყველაზე მეტად მახარებდა ნაძვის ხის დადგმის მოლოდინი.

ამ პროცესს სიზმარში ლამის ყოველ ღამე ვხედავდი და ბოლოს, 31 დეკემბერს, როცა დედა სუფრის მზადებაში იყო, მე, თიკას და მამას სისრულეში მოგვყავდა ჩემი ნაოცნებარი. იმ ჯადოსნურ ღამეს ჩემს ყველა ოცნებას ნაძვის ხეს ვუყვებოდი და მჯეროდა ,რომ ყველაფერი ასრულდებოდა.

უკვე დიდი ხანია, ნაძვის ხეს 19 დეკემბერს ვრთავ, თუმცა 1 დეკემბერს ისევ ისე ველოდები, როგორც ბავშვობაში. 1 დეკემბერს, ისევ ვნახულობ სიზმარში ჩემს საყვარელ ხეს, ისევ ვრთავ ლამაზი ნივთებით. ზუსტად ერთ თვეში ჩავიფიქრებ ერთადერთ სურვილს და დაველოდები როდის ამისრულდება ის.

გაგეცინებათ და გულში ისევ მჯერა თოვლის ბაბუის. უფრო სწორედ, მინდა დავიჯერო, რომ ერთ დღეს ეს ვირტუალური, კეთილი, წვერებიანი ბაბუ ჩემს სახლთან ჩამოივლის და საჩუქარს კი არ მომიტანს, არამედ ჩემს სურვილს მოკრავს ყურს და დამეხმარება მის ასრულებაში. მანამდე კი, სანამ ეს მოხდება კიდევ ერთხელ გავუგზავნი ჩემს წერილს, რომელიც 2 წლის წინ მივწერე:

Dear Santa!

Please read carefully my letter. My christmas wishes are very important and need to be realized in full. If even one of them will be missed than YOU will have a year, full of claims from very dissapointed customer.

Sincerely,

Your Hopeful Customer

მალე ახალი წელი მოვა

გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ წერილმა იმ წელს იმუშავა – არ იყო ურიგო წელი. გადავწყვიტე, წელსაც ვცადო – მივწერ და მეც გულმოდგინედ დავეხმარები, რომ 2016 წელი გადაიქცეს ჩემი განვლილი და გასავლელი ცხოვრების გზაზე ერთ-ერთ საუკეთესო წლად. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, წარმატება მისურვოთ! 🙂