ეფექტიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებისთვის, კამპანიის დაგეგმვა-განხორციელებისთვის და ბრენდინგისთვის, აუცილებელია სამიზნე აუდიტორიის აღქმის, განწყობების, ქცევის შესახებ ინფორმაციის ქონა. მისი მიღება შესაძლებელია, როგორც კონკრეტული პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევითი საქმიანობით, ასევე არსებული ანალიტიკური მასალის შესწავლით.
მოცემული ამოცანების შესრულებისთვის ჯეპრას კონსულტანტები უზრუნველყოფენ შემდეგი სახის კვლევითი საქმიანობის ორგანიზებას: თვისებრივი კვლევა – (ფოკუს ჯგუფები, ჩაღრმავებული ინტერვიუ, მინი ჯგუფები, სტანდარტული ჯგუფები, დიდი ჯგუფები); რაოდენობრივი კვლევა – (პირისპირ გამოკითხვა, სატელეფონო ინტერვიუ); მედია მონიტორინგი და ანალიზი; სოციალური მედიის კვლევა; კაბინეტური კვლევები; ვებ-კვლევები; სვოტ და პესტ ანალიზი; სტატისტიკური მასალის ანალიზი.
კვლევით მონაცემები საშუალებას მოგვცემს: