თანამედროვე გარემოში, გახსნილ და გლობალური ხასიათის საინფორმაციო სივრცეში, სადაც აზრებისა და იდეების მუდმივი და მრავალფეროვანი გაცვლა ხდება, სადაც არ არსებობს შეზღუდვები და კრიტიკული კონტენტი ხშირია, ყველა ტიპის ორგანიზაცია მოწყვლადია ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების მიმართ, რაც აზიანებს მათ რეპუტაციას და საქმიან იმიჯს.
სხვადასხვა მასშტაბის საკომუნიკაციო კრიზისები ყოველდღიური დღის წესრიგის ნაწილია და ყველას სჭირდება სწორი და გრძელვადიან შედეგზე გათვლილი ანტიკრიზისული კომუნიკაცია.
- ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს: კრიზისის სრულ მართვას – პრობლემური საკითხის იდენტიფიკაციიდან დაწყებული, კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის რეალიზაციითა და მიღებული შედეგების ანალიზით დამთავრებული, რაც ორიენტირებულია რეპუტაციის დაცვასა და გაძლიერებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში.
- ჩვენ უზრუნველვყოფთ კრიზისული სიტუაციების პრევენციული მექანიზმებისა ფორმირებასა და დანერგვას ჩვენი კლიენტებისთვის, რაც გულისხმობს წინასწარი სტრატეგიების შემუშავებას და პოტენციურად სარისკო საკითხების გარშემო პოზიტიური კომუნიკაციის წარმოებას
კრიზისების მართვა – პროდუქტები
- კრიზისების შეფასება და პროგნოზირება
- კრიზისების მართვის გაიდლაინი
- ანტიკრიზისული სტრატეგია
- კრიზისების პრევენციის გეგმა
- კრიზისის ზიანის შემცირების მექანიზმები
- ანტიკრიზისული კამპანიები