ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი 2023 წელს აფასებს.
2023 წელი რომ კამპანია იყოს, როგორ შეაფასებდი, რა იქნებოდა შენი წლის კამპანიის მთავარი მესიჯი და მთავარი თემა?
– კომუნიკაცია ყველაფერია. სწორი კომუნიკაციით შეუძლებელი არაფერია. ფიქრებში გადავხედე წინა წლის საქმეებს, შემდეგ უკვე ფეისბუქსა და ვებ-გვერდს გადავავლე თვალი და ცნობის ფურცლებიც არ დამვიწყებია, სადაც უფრო დეტალურად არის აღწერილი ჯეპრას განვლილი საქმიანობა.
ყველა პროექტში, რომელშიც ვმონაწილეობდი ან კონსულტაციებს ვუწევდი სხვებს, ერთი საერთო ხაზის დაფიქსირება შევძელი – სწორი კომუნიკაციით არამარტო მიმდინარე პროექტისა თუ პროგრამის წარმატებულად განხორციელება შეგვიძლია, არამედ უკვე არსებულში მისკომუნიკაციის აღმოფხვრა და ურთიერთობის ახლებურად გაგრძელება.
იმ საქმეებზეც მინდა ვისაუბრო, სადაც ჩვენს აქტიურ ჩართვამდე გარკვეული პროექტის თაობაზე არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული. დიდი ძალისხმევა და გაცილებით მეტი დრო დაჭირდა ინფორმაციული ნაკადების შემობრუნებას და არასწორი ინფორმაციის გავრცელების წყაროების ძიებას.
კომუნიკაციის სტრატეგიული როლი წლიდან წლამდე უფრო თვალსაჩინო ხდება და აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის ნებისმიერი ქმედება, იქნება ეს მარტივი თუ კომპლექსური პროექტი, საკადრო გადაადგილება, თუ ბიზნესმოდელისა და ბიზნესპროცესების ცვლილება, უნდა მიმდინარეობდეს კომუნიკაციის სპეციალისტების უშუალო ჩართულობით.
მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იქნას მიღწეული დაგეგმილი შედეგი. ყველა სხვა შემთხვევას არც განვიხილავ, რადგან ათეული წლების გამოცდილებამ მაჩვენა და ჩემთვის იმთავითვე ცხადია, რომ აცდენა სასურველსა და რეალურ შედეგებს შორის, გარანტირებულია.
რომ შეგეძლოს დროის უკან გადაწევა და ამ წლის დასაწყისში დაბრუნება, რა პროფესიულ რჩევას მისცემდი შენ თავს და რას შეცვლიდა ეს მიდგომა?
– უფრო მეტ დროს დავუთმობდი კომუნიკაციის დაგეგმვის პროცესს. იყო შემთხვევები, როდესაც მოსამზადებელი დრო გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე საჭიროება მოითხოვდა.
ამიტომ ჩემი რჩევა ჩემი თავისთვის და ჩვენი კოლეგებისთვის ასეთია: მეტი დრო დაუთმეთ დაგეგმვას და უკეთეს შედეგებს მივიღებთ.
2023 წელს რომ გადავხედოთ, რომელი პროფესიული მიღწევით ამაყობ ყველაზე მეტად?
– მეთოდოლოგიები და ინსტრუმენტები, რომელიც 2023-ში ჩვენი კლიენტებისთვის კომუნიკაციის პროცესში გამოვიყენეთ, ბოლო 5 წლის განმავლობაში დავამუშავეთ და დავნერგეთ ჯეპრაში.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და კარგად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ უწყვეტი განათლებისა და ცოდნის მიღება-გაზიარების პროცესი კომპანიაში სისტემურია და არა სპონტანური. ამ პროცესში ჩართულია ყველა თანამშრომელი – უფროსი კონსულტანტებიდან დაწყებული სტაჟიორებით დასრულებული. მათ შორის, რევერსული მენტორინგის გამოყენებით.
ამასთან ინოვაციური მეთოდებისა და მეთოდოლოგიების დამუშავებისა და დანერგვა ცოდნის ცენტრის გამოყენებით ხდება, სადაც აკუმულირებულია როგორც ვიდეო, ასევე ტექსტური მასალები და სქემები.
ვამაყობ ყველა პროექტით, მაგრამ განსაკუთრებულად გამოვყოფდი გურჯაანის ღვინის ფესტივალს, ღვინის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოში – IWSC 2024 Wine Judging in Georgia და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შექმნის ხელშემწყობ პროექტს.
რა ტრენდებს გამოყოფდი, რომელიც აქტუალური იქნება კომუნიკაციის სფეროში 2024 წელს?
2024-ში განსაკუთრებულ ცვლილებებს ამ მიმართულებით არ ველოდები. ის ტრენდები, რომელიც პანდემიისშემდგომი პერიოდისთვის დამახასიათებელია, ისევ შენარჩუნდება და, შეიძლება ითქვას, გაძლიერდება.
ძირითად მიმართულებებს გამოვყოფ, რომელიც ყურადსაღები იქნება კომპანიებისთვის: