კანოს მოდელი ტექნიკების ერთობლიობაა, რომელიც გვეხმარება განვსაზღვროთ, რამდენად მოქმედებს ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებაზე პროდუქტის ესა თუ ის მახასიათებლები.
მოდელი გამოიყენება პროდუქტის/სერვისის შექმნისა და განვითარების ეტაპებზე, როდესაც გადასაწყვეტია, რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს მას და რისი ოპტიმიზაციაა საჭირო პირველ რიგში. ყველა შესაძლო ფუნქცია, რა თქმა უნდა, ერთდროულად ვერ გვექნება, ამიტომაც საჭიროა გადავწყვიტოთ, რომელი მათგანი გამოიწვევს უფრო მეტად მომხმარებლის კმაყოფილებას.
კანო მომხმარებლის პრეფერენსებს 5 კატეგორიად ჰყოფს. იმის გარკვევაში, თუ რომელ მათგანს მიეკუთვნება ესა თუ ის ფუნქცია, გვეხმარება კანოს კითხვარი და შედეგების ანალიზის მეთოდოლოგია. საბოლოოდ, მარტივად განვსაზღვრავთ, როდის და რა ოდენობით უნდა დავხარჯოთ ჩვენი რესურსები პროდუქტის კონკრეტული მახასიათებლის შექმნა-განვითარებაზე.