ჯანდაცვის პიარი

ჯანდაცვის პიარი

ჯეპრას ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენების, პროგრამების, პროექტების და რეფორმების საკომუნიკაციო მხარდაჭერაა.

ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს სფეროში არსებული აქტუალური და ძირითადი პროექტების შესწავლას, მედიის და სხვა მოკავშირე მხარეების ინფორმირებას და ამოცანების შესაბამისად საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა – განხორციელებას.

ჯეპრას გუნდში გაერთიანებულია სფეროს კომპეტენტური კონსულტანტები, რომელთა საქმიანობა მოიცავს, როგორც ჯანდაცვის საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ჯანდაცვის პროექტების პიარ მხარდაჭერას. ჩვენ ვიკვლევთ მიმდინარე მოვლენებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და პროცესებზე დაკვირვებით განვსაზღვრავთ შესაძლო პოზიტიურ და ნეგატიურ გავლენებს საკომუნიკაციო პროექტების მართებულად დაგეგმვისთვის.

ჯეპრა გთავაზობთ ჯანდაცვის სექტორში შემდეგი მიმართულებების დაგეგმვასა და მენეჯმენტს:

  • ადვოკატირება
  • სტრატეგიული დაგეგმვა
  • ანტიკრიზისული კომუნიკაციები
  • B2B კომუნიკაციები
  • მედიასთან ურთიერთობა
  • მთავრობასთან ურთიერთობა
  • ინვესტორებთან ურთიერთობა
  • ღონისძიებების მართვა