ჯალათის ცხენი ხეს უხახუნებს ჩამომხმარ გავას

ჯალათის ცხენი ხეს უხახუნებს ჩამომხმარ გავას

ჯალათის ცხენი ხეს უხახუნებს ჩამომხმარ გავას

ამასწინ facebook-ზე დავამატე მეგობრის მეგობარი, რომელიც ერთხელ მყავს ნანახი. ჩავუყევი ვოლს და მომეწონა, კარგ რაღაცეებს აზიარებს. მაგალითად “თეთრ ქარებს” ერთი კვირა ვუსმენდი.

შემდეგ ეს ლექსი, რომელიც ძალიან მომეწონა:

 

რა კარ­გად იც­ნობ­დ­ნენ ტან­ჯ­ვას

ის­ი­ნი, ძვე­ლი ოს­ტა­ტე­ბი; რო­გორ ეს­მო­დათ

მა­თი, ვინც უკ­ვე იტ­ან­ჯე­ბა, რო­ცა ირგ­ვ­ლივ უმ­ე­ტე­სო­ბა

მშვი­დად სა­დი­ლობს ან სე­ირ­ნობს, ან ფან­ჯ­რი­დან იხ­ე­დე­ბა და ასე ხარ­ჯავს

დროს. ხო­ლო, რო­ცა მო­ხუ­ცე­ბი დგა­ნან, ელ­ი­ან

ბრწყინ­ვა­ლე შო­ბას, მათ ეს­მო­დათ, რომ იქ­ვე უნ­და

ჩან­დეს ტყის­პი­რი და ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გუნ­დად

მო­ყი­ნულ ტბორ­ზე სრი­ა­ლე­ბენ.

ახ­სოვ­დათ მუ­დამ,

რომ ტან­ჯ­ვა მთე­ლი სი­სას­ტი­კით იქ აღ­წევს ზე­ნიტს,

სა­დაც ვე­რა­ვის ააღ­ელ­ვებს: ძაღ­ლე­ბი კვლა­ვაც

ძაღ­ლურ ცხოვ­რე­ბას გა­ნაგ­რ­ძო­ბენ, ჯა­ლა­თის ცხე­ნი

ხეს უხ­ა­ხუ­ნებს ჩა­მომ­ხ­მარ გა­ვას.

ავ­ი­ღოთ თუნ­დაც ბრე­ი­გე­ლის “იკ­ა­რო­სი”. ვერ ამჩ­ნევს ვი­თომ

უბ­ე­დუ­რე­ბას ვე­რა­ფე­რი; ვერც ის მხვნე­ლი, რო­მელ­საც თვი­თონ

ნათ­ლად ჩა­ეს­მა კი­ვი­ლის ხმა სად­ღაც უკ­ნი­დან

და მა­ინც, ვი­თომც არ­ა­ფე­რი, არც გა­უკ­ვირ­და.

მზეც კვლავ აბრ­წყი­ნებს მწვა­ნე ტალ­ღას, რო­მელ­მაც შთან­თ­ქა

თეთ­რი წვი­ვე­ბი. ხალ­ხი მო­ჩანს გემ­ბან­ზე, მათ­გან

რო­გორ იქ­ნე­ბა, რომ ვე­რა­ვის მო­ეკ­რა თვა­ლი

ცი­დან მომ­წყ­და­რი ბი­ჭი­სათ­ვის? მა­ინც გულ­გ­რი­ლად

მი­ცუ­რავს გე­მი, ლივ­ლი­ვებს წყა­ლი.

/უისტან ჰიუ ოდენი/

 

შეიძლება იცოდით, შეიძლება არა. თუ არა მაშინ ახლა იცით.

ის ადამიანი შეიძლება არასდროს დაგემატებინათ, ან გამოგრჩენოდათ ეს პოსტი.

კიდევ მილიონობით გზა არსებობს საიდანაც შესაძლოა ამ ლექსამდე მისულიყავით.

ამ ლექსის შესახებ მე იმ ერთი ადამიანისგან გავიგე და თქვენ ჩემგან და იმ ადამიანმა კიდევ კაცმა არ იცის ვისგან… და ასე დაუსრულებლად.

ამ ჯაჭვზე კიდევ “ქრონოლოგიური შემთხვევითობის 71 ფრაგმენტი” გამახსენდა.