ინსტიტუციური გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ორგანიზაციის წარმატების მისაღწევად. არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა ან იდეალური გეგმა ინსტიტუციური გაძლიერების და შესაძლებლობების განვითარებისთვის, საჭიროა არსებული გამოწვევების და სტრატეგიული მიზნების სათანადოდ შეფასება და მათ საპასუხოდ იმ კომპეტენციების განვითარება და შესაძლებლობების გამოყენება, რომელიც უკვე დაგროვილია ორგანიზაციაში.
ინსტიტუციური გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება არ არის ერთჯერადი სამუშაო მოკლევადიან პერსპექტივაში ეფექტიანობის მისაღწევად, ეს არის უწყვეტი პროცესი ორგანიზაციის მდგრადობის და ეფექტიანობის მისაღწევად.
„ჯეპრას“ გუნდის წევრებთან ერთად, თქვენ შეძლებთ:
- შეაფასოთ არსებული მდგომარეობა და გამოავლინოთ ის საჭიროებები და გამოწვევები, რომლებზეც რეაგირება მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მდგრადობისა და ეფექტიანობისათვის;
- შეიმუშაოთ და განახორციელოთ ინსტიტუციური გაძლიერების და შესაძლებლობების განვითარების დროში გაწერილი გეგმა;
- გამოავლინოთ ადამიანური რესურსების განვითარების საჭიროებები, შეიმუშაოთ და განახორციელოთ შესაბამისი გეგმა;
- დაგეგმოთ და განახორციელოთ ორგანიზაციული სტრუქტურის განახლება;
- შეაფასოთ ორგანიზაციული და ინდივიდუალური მუშობის შედეგები, შეადაროთ დაგეგმილ მაჩვენებლებს და დაგეგმოთ საჭირო ცვლილებები;
- მოახდინოთ გუნდის წევრებთან, ჩართულ მხარეებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან სათანადო კომუნიკაცია, პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფისათვის.