“ინსტაგრამი” საკუთარ სასპონსორო სერვისებს ყველა ბიზნესს უხსნის. ეს კი, შესაბამისად, ჩვენს საყვარელ ფოტოების ფიდში უფრო მეტ რეკლამირებულ კონტენტს ნიშნავს.
კომპანიამ ისიც განაცხადა, რომ რეკლამირების თარგეთირებაც უფრო დეტალური და ხელმისაწვდომი გახდება და რაც ყველაზე მთავარია, “ინსტაგრამის” მშობელი კომპანიის, ბუმბერაზი Facebook-ისგან მიიღებს დამატებით ინფორმაციას მომხმარებლებზე უკეთესად გათვლილი კონტენტისთვის.
პირდაპირი ლინკებით რაიმეს ყიდვისთვის ან სადმე დასარეგისტრირებლად რეკლამები ინტერაქტიული იქნება. სერვისი, რომელიც 2014 წელს ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში ტესტირების რეჟიმში იყო გაშვებული, დღეს უკვე ნელ-ნელა მთელ მსოფლიოში ეშვება.
ეს გასაკვირი არცაა – მობილური პლატფორმები რეკლამის საუკეთესო სივრცეა, ვინაიდან სმარტფონით სარგებლობისას იმპულსური ქმედებების პროცენტული მაჩვენებელიც დიდია და მომხმარებლებს ჩვეული adblocker-ები და მისთანებიც ნაკლებად უყენიათ. ამ მეტწილად გაუკვლეველი ტერიტორიის კოლონიზებას ცდილობს “ინსტაგრამი”.
მე კი, როგორც ჯეპრას ტექნოლოგიური განვითარების მენეჯერი, ჩემი წილი გამოცდილებით სოციალურ მედიაში, ვაპირებ მიწას ყური დავადო და დრო ვიხელთო, რომ საქართველოც ჩავრთოთ ამ ახალ სარეკლამო რბოლაში.