იაპონური თვე: პრიორიტეტების მატრიცა

იაპონური თვე: პრიორიტეტების მატრიცა

მარტი საკურას ყვავილობის თვეა, ამიტომ ეს მოვლენა ჯეპრას საქმიანობაში მენეჯმენტის, ხარისხის მართვისა და მარკეტინგული კომუნიკაციების იაპონური გამოცდილების გამოყენების მაგალითებს დაეთმო. წარმოგიდგენთ მომდევნო იაპონურ მეთოდს პრიორიტეტების მატრიცა. წარმდგენი პიარკონსულტანტები: გიგა ხარებავა, ნუცა სუბელიანი, სალომე ქვრივიშვილი.

გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების ინსტრუმენტი, რომელიც მეცნიერთა და ინჟინერთა იაპონურმა კავშირმა 1979 წელს ხარისხის მართვის 7 მთავარი მეთოდის სიაში შეიყვანა.

მიზანი

მატრიცული დიაგრამების შედგენისას მიღებული მრავალი რიცხობრივი მონაცემიდან პრობლემის გადაჭრის ყველაზე მნიშვნელოვანი გზის მოძიება.

არსი

პრიორიტეტების მატრიცა ცვლის მატრიცული დიაგრამების სახეს ინფორმაციის თვალსაჩინოდ და გრაფიკულად წარმოდგენის გზით.
ვიყენებთ ბიზნესმოდელების შექმნის, კამპანიების დაგეგმვისა და მესიჯბოქსების ჩამოყალიბების პროცესში.