მარტი საკურას ყვავილობის თვეა, ამიტომ ეს მოვლენა ჯეპრას საქმიანობაში მენეჯმენტის, ხარისხის მართვისა და მარკეტინგული კომუნიკაციების იაპონური გამოცდილების გამოყენების მაგალითებს დაეთმო. წარმოგიდგენთ მორიგ იაპონურ მეთოდს – “მსგავსების დიაგრამა”. წარმდგენი კონსულტანტები: თაკო ჩიხრაძე, ანი იოსელიანი, საბა ჯაჯანიძე და ნუცა კაპანაძე.
იგივე კეი ძის მეთოდი. ავტორი ძირო კავაკიტა (1967 წ).
გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების ინსტრუმენტი, რომელიც მეცნიერთა და ინჟინერთა იაპონურმა კავშირმა 1979 წელს ხარისხის მართვის 7 მთავარი მეთოდის სიაში შეიყვანა.
მიზანი
გამოიყენება იდეების, მომხმარებელთა მოთხოვნებისა და რაიმე ჯგუფების წევრების მიერ პრობლემებთან დაკავშირებული გამონათქვამების სიტემატიზაციისა და მოწესრიგებისთვის.
არსი
უზრუნველყოფს დაგეგმვის პროცესის გამჭვირვალობას. გვეხმარება გადაუჭრელი პრობლემების გააზრებაში, ინფორმაციისა და/ან იდეების ცალკეული ნაწილების უხილავი ბმებისა და კავშირების დადგენაში, უსისტემო ზეპირსიტყვიერი მოსაზრებების ანალიზში.
ხშირად ვიყენებთ ბიზნესმოდელის ტილოს, სტრატეგიული ტილოსა და მომხმარებელთა პროფილის შექმნაში. სუპერ ინსტრუმენტია კონკურენტებისგან დიფერენცირების სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის.
ილუსტრაციის ავტორი: ლილუ ბირკაძე