იაპონური თვე: ხის დიაგრამა

იაპონური თვე: ხის დიაგრამა

მარტი საკურას ყვავილობის თვეა, ამიტომ ეს მოვლენა ჯეპრას საქმიანობაში მენეჯმენტის, ხარისხის მართვისა და მარკეტინგული კომუნიკაციების იაპონური გამოცდილების გამოყენების მაგალითებს დაეთმო. წარმოგიდგენთ ხის დიაგრამას, ინსტრუმენტის წარმდგენი კონსულტანტები არიან მაია ტაკაშვილი, ნუცა გალუმაშვილი და ნატაშკა კიკაბიძე.

ცნობილია აგრეთვე, როგორც: იერარქიული მოდელი, სისტემური დიაგრამა.

ხის დიაგრამა გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების ინსტრუმენტია, რომელიც მეცნიერთა და ინჟინერთა იაპონურმა კავშირმა 1979 წელს ხარისხის მართვის 7 მთავარი მეთოდის სიაში შეიყვანა.
გამოიყენება უამრავ შემთხვევაში. მ.შ. ხარისხის, ხარჯების, პროდუქტებისა და სერვისების შექმნის პრობლემების გადაჭრისას. მაიკროსოფტის ოფისის ყველა ვერსიაში ჩართულია ექსელის პროგრამაში.

მიზანი

განხილული პრობლემის მახასიათებლების გამოვლენა და მათი განლაგება გარკვეული ლოგიკური თანმიმდევრობით, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ეფექტიანი გზების მოსაძიებლად.

არსი

დიაგრამა გვეხმარება მიზნის მიღწევების, სტრატეგიული გადაწყვეტილებისა და ტაქტიკური მონახაზების ჩამოყალიბებისთვის, ისე რომ, არ გამოგვრჩეს რომელიმე არსებითი საკითხი. ვიყენებთ სტრატეგიული დაგეგმვის, პრობლემების არსის გაანალიზების, ბიუჯეტირებისა და სოციალური მობილიზაციის კამპანიებში.

ილუსტრაციის ავტორი: ლილუ ბირკაძე