მარტი საკურას ყვავილობის თვეა, ამიტომ ეს მოვლენა ჯეპრას საქმიანობაში მენეჯმენტის, ხარისხის მართვისა და მარკეტინგული კომუნიკაციების იაპონური გამოცდილების გამოყენების მაგალითებს დაეთმო. წარმოგიდგენთ მე-7, ბოლო იაპონურ მეთოდს – “ხარისხის ფუნქციის გაშლა”. წარმდგენი კონსულტანტები: ეკატერინე ჟვანია, ანნა ლაცაბიძე, მზიკო ბოხაშვილი, სოსო გალუმაშვილი.
ხარისხის ფუნქციის გაშლა, აგრეთვე: ხარისხის ფუნქციის სტრუქტურირება, ხარისხის სტრუქტურირება ფუნქციების მიხედვით, QFD.
ავტორები: აკაო და მიძუნო.
გამოიყენება პროდუქციის დახვეწისთვის და ახალი პროდუქტების შექმნისთვის. ამ მეთოდით შექმნილია ლექსუსი ბრენდი.
მიზანი
არსებული და სამომავლო პროდუქტების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა.
არსი
QFD – არის მომხმარებელთა მოთხოვნების გადასვლის სისტემა მწარმოებლის მოთხოვნებში პროდუქტის/სერვისის ყველა სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
მეთოდი სტრუქტურირებულია და მოწოდებულია ისეთი პროდუქციის შექმნისკენ, რომელიც თეორიულ დონეზე აკმაყოფილებს მომხმარებელთა სამომავლო საჭიროებებსა და მოთხოვნებს. ხარისხის სახლი – მეთოდის გრაფიკული ნაწილია, სადაც გაერთიანებულია მომხმარებელთა მოთხოვნები, მათი რანჟირება, პროდუქტის მახასიათებლები და მიზნებისა და პრიორიტეტების კორელაცია.
QFD – მოქნილი ინსტრუმენტია და საშუალებას იძლევა, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად უმოკლეს ვადებში მოხდეს პროდუქტის/სერვისის ჩამოყალიბება და შექმნა.
ილუსტრაციის ავტორი: ლილუ ბირკაძე