იაპონური თვე: ძიდოკა

იაპონური თვე: ძიდოკა

მარტი საკურას ყვავილობის თვეა, ამიტომ ეს მოვლენა ჯეპრას საქმიანობაში მენეჯმენტის, ხარისხის მართვისა და მარკეტინგული კომუნიკაციების იაპონური გამოცდილების გამოყენების მაგალითებს დაეთმო. წარმოგიდგენთ ავტომატიზაცია – წარმოების მართვის სრულყოფისა და კონკურენტუნარიანობის ოპტიმიზაციის ინსტრუმენტს ძიდოკას. 

㊗ ძიდოკა ㊗

ავტორი: საკიტა ტოიოდა (ტოიოტას დამფუძნებელი).

მიზანი

დამატებითი ღირებულების ზრდისა და არასაწარმოო ხარჯების შემცირების ინსტრუმენტი, ბიზნესპროცესებში არსებული დარღვევების აღმოფხვრის გზით.

არსი

ძიდოკა – ადამიანის ინტელექტის გამოყენების მეთოდია, რომელიც ავტომატიზებულ სისტემებში ინერგება.
ძიდოკას მთავარი დანიშნულებაა, გამოააშკარაოს და ცხადი გახადოს პრობლემები, რომელიც აქამდე დაფარული იყო და ხელს უშლიდა კომპანიას ფუნქციობაში. ძიდოკას მთავარი პრინციპია თანამშრომლების თანაბარუფლებიანობის დანერგვა წარმოების პროცესის მსვლელობის დროს ნებისმიერი სახის წუნის ან პრობლემის აღმოჩენის პროცესში და მიზეზის გამოვლენამდე ნებისმიერი სახის წარმოების შეჩერება. ძიდოკა Lean Management (მომჭირნე მენეჯმენტის) შემადგენელი ნაწილია.

წარმდგენი კონსულტანტები: ნინი მეტრეველი, ხათუნა მაღრაძე, ანუკი ცხოვრებაძე.

ილუსტრაციის ავტორი: ლილუ ბირკაძე