„გურჯაანის ღვინის ფესტივალი ორ წლიანი პაუზის შემდეგ ძალიან მასშტაბურად დაბრუნდა. გადავწყვიტეთ, რომ 2022 წლის ფესტივალი ფიროსმანისთვის მიგვეძღვნა, რადგან წელს მისი 160 წლის იუბილეა და შემოქმედების დიდი ნაწილი სწორედ ღვინოს, რთველს და მეღვინეობას მიუძღვნა. შესაბამისად, მთელი კონცეფციაც ფიროსმანის მოტივებზე ავაგეთ“. თაკო ვარამაშვილი გურჯაანის ღვინის ფესტივალის შესახებ გვიყვება.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს განსაკუთრებული ხალხმრავლობით და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ფესტივალს 300-ზემ მეტი მონაწილე ჰყავდა და დაახლოებით 30 000 სტუმარს ვუმასპინძლეთ.
ფესტივალის ტერიტორია დავყავით სხვადასხვა სივრცედ: ადგილზე ნახავდით, როგორც მეღვინეობის ისე გასტრონომიულ, სამეწარმეო და საბავშვო სივრცეებს, ყურძნის საწნახელში დაწურვას, თათარას ამოვლებას, კახურ სუფრას და სხვა გასართობ პროგრამებს.
ბევრი ვიფიქრეთ მუსიკალურ გაფორმებაზე, რადგან გვინდოდა ყველა ტიპის მსმენელისთვის შეგვექმნა შესაბამისი პროგრამა.
ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით და შევასრულეთ, რაც გვქონდა ჩაფიქრებული.