ჯეპრას უფროსი კონსულტანტი გიგა ხარებავა 2024 წელს აფასებს.
რა იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი 2024 წელს, რომელმაც დადებითი გავლენა იქონია საზოგადოებაზე, ქვეყანაზე და პირადად თქვენზე?
დღევანდელი გადასახედიდან ცოტა ირონიულია, მაგრამ 2024-ში ჩემს პროექტებს შორის ერთი ტიპის პროექტები დომინირებდა, ეს იყო დონორების დაფინანსებით პროექტების საჯარო სამსახურებთან. მგონი კარგი საქმე გავაკეთეთ, დავეხმარეთ მათი სათქმელის გააზრებაში, აუდიტორიამდე მიტანის გზების ძიებაში. ჩვენი საჯარო სექტორი, ზოგადად საკმაოდ საინტერესო მოვლენაა, ჩვენს შორის ბევრია ისეთი კადრი, რომლებიც ევროპელ კოლეგებსაც კი ტოლს არ დაუდენებენ. ჩვენ ძირითადად ასეთებთან გვქონდა ურთიერთობა.
რა არის ის ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის განხორციელებითაც გსურთ კომპანიისა და საზოგადოების წინსვლაში წვლილის შეტანა 2025 წელს?
2025 ალბათ ძალზედ პოლიტიზებული წელი იქნება, ყოველ შემთხვევაში ამ გადასახედიდან ჭირს იმ პერიოდის დანახვა, როცა რვეულ რეჟიმში გაგრძელდება საქმიანობა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მომუშავეთათვის, ალბათ ყველაზე ძნელი საყურებელია როცა საკუთარი მთავრობა, შენივე ქვეყნის საზოგადოებას უპირისპირდება. დადებითი მომენტიც არის ამაში, საზოგადოება გაიზარდა, ჩამოყალიბდა, ასეთი ხანგრძლივი პროტესტისთვის მზად აღმოჩნდა. ერთი რაც დისკომფორტს მიქმნის ამ სიტუაციაში აბსოლუტური გაურკვევლობაა, არ იცი ეს სიტუაცია რამდენ ხანს გაგრძელდება. თითქოს რაღაც აკლია, მზაობა ბოლო აქტისთვის და ახალი ხედვა.