ემოცია ქმნის განწყობას, განწყობა კი ხშირად გადაწყვეტილების მიღებისკენ გვიბიძგებს. ღონისძიებები სამიზნე ჯგუფებამდე სასურველი გზავნილების მიწოდებისა და გავრცელების საუკეთესო საშუალებაა.
ჯეპრას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც საერთაშორისო ფორუმების, ადგილობრივი ფესტივალების და ტრანსნაციონალური კორპორაციების პრეზენტაციების, ასევე მედიაღონისძიებებისა და შიდა კორპორაციული აქტივობების განხორციელების მიმართულებით. ჩვენ ვზრუნავთ დაგეგმვისა და კონცეფციის შემუშავების ეტაპიდან ღონისძიების პოსტ-კომუნიკაციის ჩათვლით, უზრუნველვყოფთ მესამე მხარეების კოორდინაციას, მედიაგაშუქებასა და სოციალურ მედიაში აქტიურობას, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემების მართვას.
მცირე აუდიტორიაზე გათვლილი ღონისძიებებისთვის შევქმენით ჯეპრას კომპეტენციის ცენტრი – თავისუფალი სივრცე სპეციალურად პრესკონფერენციების, ტრენინგების და შიდა კორპორაციული შეხვედრების ორგანიზებისთვის.
ჯეპრას ღონისძიებების მართვის გუნდთან ერთად თქვენ შეძლებთ:
ჩვენ ერთად ვქმნით მოვლენებს, რომლებიც ისტორიას რჩება!