გადაიხდის თუ არა მომხმარებელი მეტს სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესის პროდუქტისთვის?

გადაიხდის თუ არა მომხმარებელი მეტს სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესის პროდუქტისთვის?

ახდენს თუ არა გავლენას პასუხისმგებლიანი ბიზნესი მომხმარებელზე? გადაიხდის თუ არა ის მეტს სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესის პროდუქტისთვის?

როგორც აღმოჩნდა, ევროპელი მომხმარებლის 70%-ს კორპორაციული პასუხისმგებლობისადმი ერთგულება მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნია  პროდუქტის ან მომსახურების შეძენის დროს (წყარო: CSR Europe/MORI, 2000), ხოლო ყოველი 5 მომხმარებლიდან, ერთი გამოთქვამს პასუხისმგებლიანი ბიზნესის პროდუქტისათვის მეტის გადახდის სურვილს (CSR Europe/MORI, 2000).

თანამედროვე კვლევების მიხედვით მომხმარებელს არა მხოლოდ კარგი და უსაფრთხო პროდუქტის შეძენა სურს, არამედ ისეთისაც, რომელიც სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებელი მეთოდით არიან წარმოებული.

მასმედიის მზარდმა ინტერესმა ისეთი პრობლემებისადმი, როგორებიცაა ბავშვის შრომის გამოყენება და ცხოველებისადმი სასტიკი მოპყობა, განაპირობა ის, რომ დღეს CSR მხოლოდ ცალკეული ჯგუფების ან აქტივისტი მომხმარებლების საზრუნავი აღარ არის.

Fleishman Hillard-ის კვლევის მიხედვით, სავარაუდოა, რომ ევროპელი მომხმარებლების 86 პროცენტი პროდუქტებს ისეთი კომპანიებისაგან ყიდულობს, რომლებიც საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში არიან ჩაბმულნი. ექვსი მყიდველიდან ერთს მიაჩნია, რომ იგი ხშირად იძენს ან უარს ამბობს პროდუქტზე მისი მწარმოებლის რეპუტაციის გამო.

საინტერესოა, რას ფიქრობენ კომპანიების ხელმძღვანელები CSR -ზე?

როგორც კვლევებმა აჩვენა, კომპანიების ხელმძღვანელთა 94%-ს მიაჩნია, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) განვითარების სრტატეგიას კომპანიისათვის რეალური ბიზნეს სარგებლის მოტანა შეუძლია. ( Ernst & Yong survey, 2002). სამიდან ერთი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელის აზრით კი, კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივები ზრდიან გაყიდვების რიცხვს. (Hill & Knowlton’s Corporate Reputacion Watch, 2002)

საკმაოდ ხშირად გვესმის კომპანიებისგან ისეთი ტიპის შეკითხვა, როგორიცაა ნამდვილად არსებობს თუ არა კავშირი CSR-სა და კომპანიის ფინანსურ წარმატებას შორის?

1972-დან 2000 წლამდე კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის საქმიანობასა და ფინანსურ შედეგებს შორის კავშირის დადგენის მიზნით ასზე მეტი კვლევა ჩატარდა. ამ კვლევათა შედეგების უმრავლესობამ (68%) დადებითი ურთიერთკავშირი გამოავლინა.

სოციალურად ორიენტირებულ კომპანიებს სხვა კომპანიებთან შედარებით საშუალოდ 18%-ით მაღალი მოგება აქვს. (წყარო: Institute of Business Ethics, 2003).

კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ კორპორაციები, რომელთაც საზოგადოებრივი ვალდებულება ეთიკის კოდექსით აქვთ განმტკიცებული, სხვა ორგანიზაციებთან შედარებით ორჯერ და სამჯერ უკეთესად მოქმედებენ (Busines and Society Review,1999).

ბევრი ექსპერტი იმასაც ამტკიცებს, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები ფინანსურ მახასიათებლებს მეტი ინვესტირების მოზიდვითაც აუმჯობესებენ, რადგან ასეთ დროს იზრდება ინვესტორების ნდობა და ლოიალურობა მათ მიმართ. (Social investment forum www.socialinvest.org).