ჯეპრას აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე ჟვანია 2020 წელს აფასებს.
რა შეიცვალა შენთვის 2020 წელს? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიუად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ “ახალ რეალობას”?
იძულებითი ცვლილებების წელი იყო. ყველაფერი ისე მალე იცვლებოდა რომ ჩამორჩენის უფლება არ გვქონდა! ჩამორჩენა უდრიდა გაჩერებას, ამიტომ უმოკლეს დროში მოხდა არსებული პროექტების გადახედვა და მორგება ცვალებად გარემოზე, რათა კლიენტების და მიმდინარე პროექტების გაჩერება არ მომხდარიყო. ავითვისეთ ახალი ინსტრუმენტები რათა პროექტების მართვა დისტანციურად ყოფილიყო შესაძლებელი და ასევე გუნდის განვითარების გაგრძელება. გადაფასების და სწრაფი ცვლილებებლის წელი იყო ჩემთვის და ჯეპრას გუნდისთვის. ახლაც სახლიდან ვწერ 2020 წლის ამ მიმოხილვას თან სამზარეულოში ვფუსფუსებ 🙂 ამ წელმა ჩემი პირადი და პროფესიული საქმიანობის პარალელური მართვის უნარი განმივითარა, ამ გლობალურმა და საერთო განსაცდელმა პოზიტიური ცვლილებებიც მოიტანა.
აღწერე შენი სამსახური სიტყვების: პიარის, მარკეტინგის და კომუნიკაციის ხსენების გარეშე
ჩვენი საქმე არის მყისიერი რეაგირება მოვლენებზე, მეტწილად მათი წინასარი განჭვრეტა. უკეთესი, უფრო ეფექტიანი უკუკავშირების დამყარება, წარმატებული და მდგრადი განვითარებისთვის!
გვანახე შენი სამუშაო მაგიდა და აგვიხსენი რატომ გამოიყურება ის ასე.
ახალი რეალობიდან გამომდინარე ჩემი პირადი სამუშაო მაგიდა აღარ მაქვს, სახლში ყველა ობიექტი რომელიც იტევს ჩემს კომპიუტერს, ჩემი სამუშაო მაგიდაა!
გვითხარი რა იყო შენთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის ყველაზე გარდამტეხი გამოწვევა
ჩემთვის როგორც კომპანიის ხელმძღვანელისთვის წელს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ავღმოჩნდი, მაგრამ ყველაზე დიდი გამოწვევა წელს იყო თანამშრომლებისთვის სტაბილურობის შეგრძნების შენარჩუნება, ხოლო კლიენტებისთვის, სტაბილური სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა. ორივეს წარმატებით გავართვით თავი წელს ჯეპრელებმა!
დაგვისახელე სამი ადამიანი (სხვა სფეროებიდან) ვისგანაც ხშირად შთაგონებას იღებ
ჩემი შთაგონება – ჩემი ოჯახია, რეალურად ხელშესახები ადამიანები!
დაასახელე 3 მოვლენა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის?
ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ბიზნესისთვის e-commerce-ის ათვისება აღმოჩნდა, სწორედ ამ ტიპის ცვლილებების და შესაძლებლობების ათვისების წელი იყო, ალტერნატიული გაყიდვების არხების შექმნა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქართული ბიზნესისთვის, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. ამ მასშტაბურმა ცვლილებამ ახალი ბიზნესის შექმნის საჭიროება გააჩინა.
მცირე კომპანიებისთვის კადრების შენარჩუნების მნიშვნელოვანი საშუალება, მთავრობის მიერ საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის დაწესება აღმოჩნდა.
2020 წელმა დაგვანახა რომ საქართველოში არის ბევრი წარმატებული და პასუხისმგებლიანი ბიზნესი და სწორედ ასეთ მძიმე დროს, კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდა CSR-ის მნიშვნელობა საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის.