„ქაღალდის ფული, ადრე თუ გვიან, უბრუნდება თავის პირვანდელ ღირებულებას – ნულს“ – უთქვამს ვოლტერს ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში. მას შემდეგ მსოფლიო ვალუტების ისტორია უფროდაუფრო მეტად ამყარებდა მის ამ სიტყვებს.
ერთიანი ევროპული ვალუტის შემოღებამ ბევრი ლამაზი ფულის ბანკნოტი გააქრო, მიუხედავად ამისა, ელექტრონული აღრიცხვის თანამედროვე მსოფლიო ჯერ კიდევ არ არის მზად უარი თქვას ეროვნულ ბანკნოტებზე. ამის ნაცვლად, ის სულ უფრო მეტად აუმჯობესებს მის დიზაინს, იცავს მას ცვეთისგან და გაყალბებისგან. დღეს, არაერთი ეფექტური და შთამბეჭდავი ეროვნული ფულადი კუპიურაა შემორჩენილი, რომლის იერსახე მიგვანიშნებს და კარგად აღწერს სწორედ იმ ქვეყნის თავისებურებებს, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.
კანადური „პლასტიკური“ დოლარები ყველაზე სრულყოფილ ბანკნოტადაა დასახელებული. ამბობენ, რომ მათი გაყალბება სრულიად შეუძლებელია. ასე გამოიყურება ის:
პოლიმერული მასალის კუპიურების დამზადების ტექნოლოგია ცნობილია საკმაოდ დიდი ხანია და დღევანდელ დღეს, ის ასეულ ქვეყანაშია გამოყენებული. მაგრამ სწორედ კანადურ სერიას ხვდა წილად მიეღო ჯილდო სავალუტო საქმეთა საერთაშორისო ასოციაციისგან „საუკეთესო ახალი სერიის ბანკნოტების“ კატეგორიაში (2013წ).
ყველაზე ნათელი მაგალითი ფერადოვანი ბანკნოტებისა კი არის შვეიცარული ფრანკი.
სამოას ტალა, რომელიც ბანკნოტების საერთაშორისო გაერთიანებამ (IBNS) 2008 წელს აღიარა, როგორც ყველაზე საუკეთესო კუპიურა მსოფლიოში.
ბერმუდის 2 დოლარიანი კი IBNS-ის 2009 წლის პრიზიორი გახდა.
კომორის 1000 ფრანკიანი კუპიურა კი 2006 წლის გამარჯვებულია და საკმაოდ ღირსეულადაც.
ნამდვილი რეკორდსმენი კი, ყაზახური ტენგეა. ზედიზედ სამი გამარჯვება ხვდა წილად 2011, 2012 და 2013 წელს (სხვადასხვა ნომინალის კუპიურით) და , ასევე, მორიგი ნომინაცია 2014 წელს (IBNS). მოახერხებს თუ არა ყაზახური ტენგე მეოთხედ მოიპოვოს ლიდერის პოზიცია, გაირკვევა მაისის თვეში.