ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი სფეროა მთელ მსოფლიოში და მუდმივად არის საჯარო და პოლიტიკური განხილვის საგანი. საჯაროობა, ღიაობა და გამჭვირვალობა ამ სფეროს დამახასიათებელი თვისებებია, შესაბამისად კომუნიკაციის პრინციპებიც ამ ძირითად ფასეულობებს ეფუძნება.
საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით პრიორიტეტულია დიალოგის წარმოება და მუდმივი ინფორმირება ყველა დაინტერესებული მხარის, როგორიც არის საჯარო და კერძო სექტორი, ბიზნესი და არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი ექსპერტები და მოქალაქეები.
საინტერესო და ამავდროულად, საქმიანი კონტენტის შექმნა, რისკების შეფასება, წამოჭრილი საკითხების სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტა, კრიზისების პრევენცია და მართვა, – ეს ის ჩამონათვალია, რომელთა გადაჭრასაც ჯეპრას გუნდი დაგროვილი გამოცდილებით და ექსპერტული ცოდნით უზრუნველყოფს. ჩვენ ვავითარებთ, ხელს ვუწყობთ და ვიცავთ ჩვენი კლიენტების ინტერესებს, ვეხმარებით რეპუტაციის გაძლიერებასა და ბიზნეს ღირებულებების წარმოჩენაში.
ჯეპრას გუნდის დახმარებით, თქვენ შეძლებთ: