ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, ნუცა სუბელიანი 2018 წელს აფასებს.
წარმატებაა ნებისმიერი მშვიდობიანი წელი, ამიტომ, ვთვლი, რომ 2018 კარგი წელი იყო მისი წარმატებული პროექტებით.
რით იყო გამორჩეული?
წლის დასაწყისში დავიწყე ვარჯიში და არ შემიწყვეტია; ალბათ, ეს გამოარჩევს 2018 -ს სხვა წლებისგან.
შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის?
იყო პროექტი სერიოზული კრიზისით. კომპანიის დირექტორები დაახლოებით ასე მოვიდნენ ჩვენთან – „დღესვე გვჭირდება დახმარება, ჩათვალეთ გუშინ გვჭირდებოდა, თქვენი იმედი გვაქვს“. იმავე დღეს დავიწყეთ მუშაობა, სახლებში გამთენიისას დავბრუდით. აი ასეთი ინტენსივობით დაახლოებით 3 თვე ვმუშაობდით იმისთვის, რომ სრულიად აღმოგვეფხვრა მათი კრიზისი. გაჩერებულმა კომპანიამ 3 თვეში ოპერირება დაიწყო. ცხადია, მისი სირთულიდან და სასურველი შედეგიდან გამომდინარე, ეს პროექტი განსაკუთრებული იყო.
რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება?
პრინციპში მაქსიმალურად შევძელი, რადგან იმაზე მეტი არ დამისახავს მიზნად, ვიდრე შესაძლებელი იყო. ამაში დამეხმარა პრიორიტეტების განსაზღვრა და დროის მართვის შეცვლილი სტილი.
როგორი იყო შენი წელი როგორც უნივერსიტეტების ლექტორის და პიარსკოლის მენტორის?
კიდევ უფრო მეტი ვისწავლე მათგან, ისე, როგორც სხვა წლებში.
ჯეპრას 2018 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედებზე დაგეგემეთ?
როდესაც გეგმის 90% -ს ასრულებ, წარმატებული ხარ, აბა რა. ამას თითოეული თანამშრომელი ვგრძნობთ და მეტი სტიმული გვაქვს ახალი გეგმის შესრულებისთვის. ვფიქრობ, ჯეპრაში, თითოეული წელი არის ზრდის წელი, და ჩვენ მუდმივად ვიზრდებით და ვვითარდებით. 2018 -იც ასეთი იყო და ზრდას 2019-შიც ვაპირებთ.
რაზე გწყდება გული? რა გიხარია?
გული არაფერზე მწყდება და მიხარია, რომ 2019 წელი ერთად დავიწყეთ ახალი შემართებით
რა გეგმები გაქვს 2019 წელს? რაზე აპირებ აქცენტს გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?
მინდა მეტად დავზოგო დრო იმაში, რაც სხვამ შეიძლება გააკეთოს და პირიქით, გამოვიყენო ჩემი უნარები იმაში, რაც განსაკუთრებულად კარგად გამომდის.
როგორი იქნება 2019 წელი პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?
ტექნოლოგიური ცვლილებები ალბათ გარდაუვალია და ეს ჩვენ საქმიანობაზეც აისახება. ისეთი იქნება 2019 წელი პიარინდუსტრიისთვის, როგორც ვიმუშავებთ, რადგან სიახლეებიც ჩვენი დასანერგია, ამიტომ, მოდით ასე ვთქვათ: ჩვენი სფეროსთვის ეს ცვლილებების და განვითარების წელი იქნება