ხშირად მიფიქრია დაღლილ-დაქანცულს ცხოვრების ამაოებაზე, ყოველდღიურ რუტინაზე, წუთისოფელზე, ისევე, როგორც თქვენ, ალბათ. სადღაც 10 თვის წინ, ამ წლის 2 თებერვალი იყო და ეტყობა ფრიად გადაღლილი ვიყავი, სარკეში ჩავიხედე და სასტიკად არ მომეწონა საკუთარი თავი. როცა საკუთარი თავი არ მომწონს, მაშინ არაფერი გამომდის კარგად. უაზროდ ვსქროლე ინტერნეტში ხან Facebook, ხან შემეცნებითი სტატიები და წავაწყდი მსჯელობებს დროის უქონლობით გამოწვეულ პრობლემებზე, სტატიებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე და ბოლოს, საკმაოდ შთამაგონებელ ბლოგპოსტს ვარჯიშის „სიკეთეებზე“. ამ უკანასკნელმა ფრიად დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე… ინსპირაციით აჟიტირებული, ლამის ეგრევე გავვარდი სავარჯიშოდ, მაგრამ… 😊
დამაფიქრა ყველა წინააღმდეგობამ, სადაც მთავარი პრობლემა, ცხადია იყო დროის უქონლობა და არა სიზარმაცე (თუმცა, სადღაც სიზარმაცეც). ვერაფრით ვხვდებოდი, მაშინ, როდესაც დღის განმავლობაში თითქმის 9 საათს სამსახურში ატარებ, მეგობრებს ფაქტიურად ვერ ნახულობ და შვილებს დღეში 2 საათამდე ძვლივს უთმობ, როდის შეიძლება ივარჯიშო, არადა ძალიან მომინდა ამ მხრივ ჩემი ტრანსფორმაცია. როგორც აღვნიშნე, ბლოგპოსტით შთაგონებული მზად ვიყავი იმავე ღამეს დამეწყო ვარჯიში. დავფიქრდი რომ ის, რაც ძალიან მინდა ჩემი გრაფიკის გამო ვერაფრით უნდა ვაკეთო… და თუ ასეთ მარტივ რაღაცეებს ვერ ვახერხებთ, მაშინ რისთვის ვმუშაობთ? მოკლედ გადავწყვიტე რისკებზე წასვლა და სურვილის ასრულება.
დავუშვი რამდენიმე ვერსია:
ა) დილით 09:00- ზე ვივლი და სამსახურში დავაგვიანებ
ბ) საღამოს 08:00-ზე სამსახურის შემდეგ და ბავშვებს ძილის წინ მივუსწრებ
ბავშვებთან ურთიერთობა ისედაც დიდი დოზით გვაკლია, ამიტომ ვარჩიე პირველი. მთავარი იყო, რომ რაღაც გადავწყვიტე და როგორ გამომივიდოდა არ ვიცოდი! ავჟიტირდი და არაფერი გადავდე: გვიან ღამით, უფრო სწორედ კი გამთენიისას Facebook-ზე დავპოსტე მოკვლევისთვის, რომ გამეგო სად ჯობდა ვარჯიშის დაწყება. ეგრევე დავრეკე ორ ცნობილ 24 საათიან ფიტნეს ცენტრში. მოვუბოდიშე უდროო ზარისთვის და ვისი კომუნიკაციაც მომეწონა ჩემთან – სავარაუდო კლიენტთან, იქ დავერჭე დილით 09:00 ზე და დავიწყე! იქ ვნახე ბევრი ნაცნობი თუ უცნობი, რომლებიც კომპანიებს მართავენ, მაღალ თანამდებობებზე არიან, უამრავი საქმე აქვთ, 2 კი არა და 3-4 შვილი ყავთ და ვარჯიშობენ, ახერხებენ და ბედნიერები არიან ამით. მითხრეს, რომ გაცილებით მეტს ასწრებენ ასეთი ცხოვრების სტილით. დავისახე მიზანი მოტივით – თუ ესენი ახერხებენ, მე რატომ ვერ მოვახერხებ? ვიხლაფორთე პირველ დღეს, თითქოს ხელიც ჩავიქნიე, მაგრამ სააბონენტო ხარჯს ეგრევე დავამატე პერსონალური ტრენერის ხარჯი, დავამძიმე მდგომარეობა, რომ ვინმესთან ანგარიშვალდებული ვყოფილიყავი და უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამეღო ჩემს თავზე.
დავიწყე! დავიწყე და გავაგრძელე და დღემდე (უკვე მე-10 თვეა) თითქმის ყოველ დილით იქ ვარ… 09:00 საათის ნაცვლად, სხვა საქმეები რომ არ გავაფუჭო, მე, რომელსაც დილის ძილს არაფერი მერჩივნა, ვარჯიშს უკვე დილის 08:00-ზე ვიწყებ, ამისთვის კი გამთენიისას 07:00 ზე ვდგები (უმეტესობას გძინავთ ამ დროს და უმეტესად სიბნელეცაა ამ დროს). ყოველი გაღვიძება რთულია და ყოველ ჯერზე ვებრძვი უკან დახევის ცდუნებას, მაგრამ არ ვნებდები 😊
რატომ მოვყევი ეს ყველაფერი:
სტატისტიკურად, დასაქმებულები, ვინც ვარჯიში დაიწყეს, გაცილებით უფრო ეფექტიანები არიან საქმეში, ვიდრე იქამდე იყვნენ. მიზეზი არის რამდენიმე:
თუ ძალიან არ გცალია, თუ ამბობ რომ ამისთვის დრო არ გაქვს:
და ბოლოს, ინსპირაციისთვის:
მოდი გაიკეთე ყურსასმენი, ჩართე ეს მუსიკა და მოუსმინე შენ სხეულს – იქნებ შენც მოგინდეს სამუშაო დღის ასეთი დილით დაწყება 😊.
P.S. ეს ბლოგპოსტი ვარჯიშს არ ეხება. ეძღვნება ყველაფერს, რისი დაწყებაც გვინდა და ვერ ვბედავთ, გვგონია რომ ვერ შევძლებთ და არ გამოგვივა. ეს შეიძლება ეხებოდეს ახალი ენის სწავლის, ახალი პროფესიით მუშაობის, ახალი სამსახურის მოძებნის, მოკლედ ახალი საქმის დაწყებასაც, ხოდა მოდი დაიწყე დღესვე, აი ახლა გადადგი ეს ნაბიჯი. ბევრ ფიქრს სჯობია სცადო, რა იცი რა ხდება…
უბრალოდ დაიწყე…
წარმატებები!