დაინტერესებული მხარეების ანალიტიკა და რუკის მომზადება

დაინტერესებული მხარეების ანალიტიკა და რუკის მომზადება

დაინტერესებული მხარეების ანალიტიკა წარმოადგენს მათი გავლენის და ინტერესის მიხედვით შეფასების მექანიზმს. რაც უფრო მაღალია ჩართული მხარეების გავლენა და ინტერესი, მით უფრო მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი მოთამაშეები არიან ისინი თქვენთვის.

დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება, გავლენის და ინტერესების შეფასება, რუკაზე დატანა და გუნდის წევრებთან კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია ნებისმიერი ორგანიზაციის, გაერთიანების და პროექტის წარმატებისათვის.

„ჯეპრას“ სტრატეგიული დაგეგმვის გუნდის დახმარებით, თქვენ შეძლებთ:

  • განსაზღვროთ, ვინ არიან თქვენი ჩართული მხარეები და მოამზადოთ მათი სრული სია;
  • საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოთ მათი დაჯგუფება მსხვილ სამიზნე ჯგუფებად;
  • შეავსოთ ინტერესთა მატრიცა და მიანიჭოთ პრიორიტეტები გავლენის მიხედვით;
  • მოამზადოთ დაინტერესებული მხარეების რუკა;
  • მოახდინოთ რუკის განხილვა თქვენს გუნდთან ერთად და ჩართული მხარეების გავლენებისა და ინტერესებიდან გამომდინარე დაგეგმოთ მათზე მიმართული აქტივობები.