თითქმის ნებისმიერი ბრენდის მწრმოებლის სურვილია, რომ მისი პროდუქტი თვალის ერთი შევლებით გამოირჩეოდეს უამრავ კონკურენტს შორის. ამ ფუნქციას, ლოგოს გარდა, ზოგჯერ დიზაინის გარკვეული ელემენტები ასრულებს, ხშირად უფრო ეფექტიანადაც, რადგან ლოგოზე უფრო დიდი მანძილიდან არის შესაძლებელი მათი დანახვა და იდენტიფიკაცია. მსგავს ელემენტებს შორის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული “ადიდასის” 3 ზოლია. კომპანიის ბევრ პროდუქტს ამშვენებსკიდეც წარწრა the brand with 3 stripes. თუმცა, თითქმის არავინ იცის, თუ როგორ გახდა ეს 3 ზოლი “ადიდასის” სიმბოლო. ძმებ დასლერებს შორის მომხდარი კონოფლიქტის შემდეგ, როცა ადი დასლერი ახალი ბრენდის სახეს ქმნიდა, ერთ-ერთი რაც მან მოსინჯა თავის პროდუქტზე სამი ზოლის დატანა იყო. თუმცა, 3 ზოლზე საავტორო უფლება იმ პერიოდში სხვა კომპანიის ხელში იყო და “ადიდასმა” საავტორო უფლებები 3 ზოლზე 50-იანი წების დასაწყისში ფინური სპორტული ნაწარმის კომპანია “კარჰუსგან” გამოისყიდა. ფასი დღევანდელი კურსით დაახლოებით 1600 ევროს შეადგენდა, რასაც 2 ბოთლი ვისკიც ემატებოდა. როგორც ჩანს, ასე გადაწყვიტეს ფინელმა მენეჯერებმა წარმატებული გარიგების აღნიშვნა.
“კარჰუს” სპორტული ფეხსაცმლებით მრავალ სპორტსმენს მოუპოვებია ოლიმპიადის ოქროს მედალი, განსაკუთრებით ტრიუმფალური 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადა აღმჩნდა. პროდუქციის ხარისხი მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლებოდა, თუმცა წლების შემდეგ სახე გაყიდული “კარჰუ” მაღალი ხარისხის პროდუქტის მწარმოებელ საშუალო კომპანიად დარჩა, გაყიდული 3 ზოლი კი სპორტის სამყაროში უდიდესი ლეგენდის ნაწილად იქცა.