ჯეპრას კონსულტანტი, ელენე თაყაიშვილი 2023 წელს აფასებს.
2023 წელი რომ კამპანია იყოს. როგორ შეაფასებდი, რა იქნებოდა შენი წლის კამპანიის მთავარი მესიჯი და მთავარი თემა.
ჩემი 2023 წლის კამპანიის მთავარ მესიჯია „ყველაფერი გამოვა“ ან „ყველაფერი მოესწრება“ ან კიდევ ბევრი მსგავსი ვერსია😊) და მართლაც, სწორი მიდგომით, ცივი გონებით, სიმშვიდით და თანმიმდევრულობით ყველაფერი ესწრება, თან ხარისხიანად და სწორად.
რომ შეგეძლოს დროის უკან გადაწევა და ამ წლის დასაწყისში დაბრუნება, რა პროფესიულ რჩევას მისცემდი შენს თავს და როგორ ფიქრობ, რას შეცვლიდა ეს მიდგომა?
არამარტო ამ წლის დასაწყისში, არამედ ყოველთვის ამას ვეტყოდი და ვეტყვი ჩემს თავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, სხვანაირად არ შეიძლება 😊
2023 წელს რომ გადავხედოთ, რომელი პროფესიული მიღწევით ამაყობ ყველაზე მეტად? (ნებისმიერი ტიპის მიღწევა)
ყველა წარმატებული თანამშრომლობით, მიღწეული რეალური შედეგებით, დაძლეული სირთულეებით ვამაყობ, რაც კი იყო 2023 წლის განმავლობაში.