ურიგო არ იქნება ვახსენო ჩემი პროფესია და შემდეგ გადავუხვიო თემიდან.
რას ნიშნავს იყო დიზაინერი? იმას რომ, უნდა შექმნა კონცეპტუალურად ინდივიდუალური სიმბოლიკით დატვირთული ვიზუალი? თუ იმას რომ უნდა შექმნა ემოციურად დატვირთული ვიზუალი? საიდან უნდა იღებდე ინსპირაციას? რას უნდა გაეცნო? რა მოვლენებს უნდა ადევნო თვალი?
საუბარი მიმყავს იქით, რომ იყო დიზაინერი არ ნიშნავს, ეცნობოდე მხოლოდ ამ სფეროში მიმდინარე მოვლენებს და ცვლილებებს. იყო დაინტერესებული მხოლოდ შენი სფეროთი იგივეა რაც იყო შემოქმედებით ვაკუუმში.
ჩემთვის ხშირად გამხდარა ინსპირაციის წყარო ახლად აღმოჩენილი არტისტი, სიმღერა ან თუნდაც ინსტალაცია. მომწონს კონცეპტუალურად დატვირთული, ზოგჯერ აბსურდული (სხვისთვის) ვიზუალი. ბოლოს ერთ-ერთ არტ ფეიჯზე წავაწყდი ფოტომასალას. ადამიანი საოცარი ენერგიით, ჟესტიკულაციით და სხეულის სრულყოფილი ფლობით Kazuo Ohno.
მის პიროვნებას გადავყავართ იაპონიის კულტურის ერთ – ერთ ფენომენალურ თეატრალურ პერფორმანსებთან, ცნობილს როგორც, Butoh DANCE. ის მოიცავს ფართო სპექტრს, მეთოდიკას, შინაარსობლივ და სხეულის მოძრაობის მაქსიმალურ დატვირთვას. პროტესტს უცხადებს უმოქმედობას და თავისი ვიზუალური დატვირთვით ხშირად აბსურდამდეც მივყავართ. გროტესკი, აკრძალული დიალოგები და ტაბუდადებული თემები, ექსტრემალური მოძრაობები მისი ინსპირაციის სახეა.
ამ პოსტით იმის თქმა მინდოდა რომ ჩვენი აზროვნება და თვალთახედვა იცვლება მიღებული ინფორმაციის შედეგად. ის ტრასფორმირდება და ვლინდება შემოქმედებით პროცესებში, მნიშვნელობა არ აქვს რომელ პროფესიას მიეკუთვნები.