ბედნიერების შტრიხკოდი

ბედნიერების შტრიხკოდი

ბედნიერების შტრიხკოდი

 

დამეთანხმებით, რომ ადამიანები ვცხოვრობთ ძირითადი მიზნისთვის – მოვახდინოთ თვითაქტუალიზაცია იმ გარემოში, სადაც ვარსებობთ. როდესაც ამ მიზანს ვაღწევთ, თავს ბედნიერად ვგრძნობთ..

თვითგამოხატვა, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის მოთხოვნილება – ამერიკელი ფსიქოლოგის, აბრაჰამ მასლოუს თეორიის მიხედვით ერთ-ერთი მაღალი დონის მოთხოვნილებას განეკუთვნება. ის ჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაკმაყოფილებულია წინა მოთხოვნილებების განსაზღვრული ნაწილი.

ბედნიერების შტრიხკოდი
მე მაინც უფრო ახლოს ვარ იმ მოსაზრებასთან, რომ მასლოუს „პირამიდის“ არსი მდგომარეობს იმაში, გვაჩვენოს თუ როგორი თანმიმდევრობით იკმაყოფილებს ადამიანი თავის მოთხოვნილებებს.

თავს არ მოგაბეზრებთ მეცნიერულ მტკიცებულებებსა და კვლევებზე საუბრით და გადავალ პირდაპირ „საქმეზე“ 🙂

 

გაცნობიერება

ჩემი ამბის თხრობა სწორედ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების თანმიმდევრობას ეძღვნება.

თავიდან დავიწყე მოთხოვნილებების გაცნობიერებით.

შემდეგ აკეთებ ყველაფერს, რათა ეს მოთხოვნილებები დაიკმაყოფილო.

 

მივაგენი საყვარელ საქმიანობას

მოწყენილობისა და „სიცარიელის“ შესავსებად დავიწყე ხატვა

ბედნიერების შტრიხკოდი

ბედნიერების შტრიხკოდი

4

5
სულ მინდოდა, ჩემი ოთახი საკუთარი ნახატებით გამეფორმებინა.

 

ვიგრძენი ჰარმონია
გავაცნობიერე, რომ სამყაროს მიმართ კეთილგანწყობილი და დადებითი დამოკიდებულება მაქვს. ცხოვრების მადლიერი ვარ, რაც უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, გავხდე უფრო ბედნიერი და წარმატებული.

ბედნიერების შტრიხკოდი

მე ვთქვი მადლობა.

 

ვფიქრობდი საკუთარ თბილ და მყუდრო სახლზე

ხშირად ვოცნებობდი ჩემს საკუთარ სახლზე, პატარა სახელოსნოზე შიგნით, სადაც ნებისმიერ „ახირებას“ თავისუფლად და წინასწარი მზაობის (გაშალე მოლბერტი.. მოამზადე საღებავები.. განმარტოვდი.. მოკლედ, ათასი წვრილმანი სამზადისი) გარეშე ფურცელზე გადავიტანდი… სახლზე, სადაც მეგობრებს მივიღებდი, გავუმასპინძლდებოდი, მოვილხენდით და ვიმხიარულებდით…

ოცნება ავიხდინე! დღეს მაქვს საკუთარი ბინა…

ჩემი ნახატებიც ამშვენებს კედლებს ..

p.s. გარდა იმისა, რომ მოთხოვნილებებს ბიოლოგიურ-გენეტიკური საფუძველველი აქვს, ისინი უმეტესწილად ფსიქოლოგიურ ხასიათსაც ატარებს.
ყველა ეტაპი, ყველა „დონე“ რომელიც გამოვიარე, ძლიერ ემოციებს ეხება და დიდი ძალისხმევა გავწიე… ნებისმიერი პრობლემა ჩემთვის ცხოვრებისეული გაკვეთილი და გამოცდა იყო. ისინი ყოველთვის მემახსოვრება. რადგან, მე ყველაფერი ვცადე, არაფერი დავიშურე, რომ მაქსიმალური გამეკეთებინა…

ზ-ოგჯერ
უ-ცებ
მ-ოინდომებ
ბ-ოლოს
ა-გისრულდება

დაუფიქრებლად მოვინდომე სამახსოვრო ფოტოს გადაღება და პირისპირ შეხვედრა, მოვინდომე და…. ასევე დაუფიქრებლად „შევეჭერი“ მის „არასათამაშო“ მოედანზე.ასე „გადავეშვი“ „ელზას ოკეანეში“

ბედნიერების შტრიხკოდი

ფოტო საყვარელი უკრაინული როკ ჯგუფის „ოკეან ელზის“ სოლისტთან სვიატოსლავ ვაკარჩუკთან.

მე დავიკმაყოფილე მოთხოვნილებები. მაგრამ ეს დასასრული როდია… პირამიდის მწვერვალისკენ მივიწევ!

უამრავი გამოცდა გამოვიარე ცხოვრებაში, მაგრამ არ დამვიწყებია, როგორ მიყვარს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი! სწორედ, სიყვარული შთაგაგონებს და გხსნის ადამიანს… შემიყვარდა…

ბედნიერების შტრიხკოდი

9

 

ჩემი ბედნიერების შტრიხკოდი:

ბედნიერების შტრიხკოდი